ავტოსპორტი

22:07 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი ჩემპიონია!

ფორმულა ერთს ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს - ნიკო როსბერგი! ის დიდი პრიზების ცირკის 33-ე ჩემპიონია. 34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი ფინელი კეკე როსბერგი გახდა. აბუ დაბიში კი გვირგვინი მისმა გერმანელმა შვილმა შეძლო. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ჩემპიონები მამა და შვილი ხდებიან. პირველი ოჯახური ჩემპიონი ოჯახი გრემ და დეიმონ ჰილები გახდნენ. მამა ჩემპიონი 1962 და 1968 წელს გახდა, შვილი კი - 1996 წელს.

სეზონის ბოლო, აბუ დაბის რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო, რომელმაც სტარტიდანვე შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება. მაგრამ ეს საკმრისი არ იყო იმისათვის, რომ ბრიტანელს ზედიზედ მესამედ, სულ კი მეოთხედ მოერგო გვირგვინი. ამისათვის საჭირო იყო, რომ როსბერგს რბოლა კვარცხლბეკზე ვერ დაესრულებინა. რბოლის მიწურულს, ჰამილტონმა ტემპი საგრძნობლად დააგდო, რათა როსბერგის მდვრებისთვის, წამოწევის და ბრძოლის შანსი მიეცა. მაგრამ არც ამან გაჭრა. საბოლოოდ, ფინიშზე პირველ ოთხეულს შორის დროში სხვაობა მხოლოდ 1.6 წამი იყო. ჰამილტონმა ამ სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ ტიტული თანაგუნდელს გადაულოცა, რომელსაც საბოლოოდ 5 ქულით ჩამორჩა.

რბოლის მიწურულს, ჰამილტონსა და გუნდის ტექნიკურ დირექტორ პადი ლოუს შორის ასეთი საუბარი გაიმართა: „ლუის, მე პადი ვარ, ჩვენ სიჩქარეს უნდა მოვუმატოთ, რომ ეს რბოლა მოვიგოთ“, რაზეც ჰამილტონმა ასე უპასუხა: „ახლა მე ჩემპიონატს ვაგებ და სულ არ მანაღვლებს, თუ რბოლას წავაგებ“. იმ მომენტში ჰამილტონი თავისი პოულის დროს თითქმის 9 წამით ჩამორჩებოდა. ის ,ხოლოდ 0.4 წამს უგებდა როსბერგს, რომელსაც თავის მხრივ, სებასტიან ფეტელი უტევდა. ამან ცოტა ხნით ადრე, მაქს ფერსტაპენი ჩამოიტოვა და როსბერგსაც ერთი-ორჯერ შეუტია, მაგრამ ნიკომ პოზიცია იოლად დაიცვა.

„ძალიან ვამაყობ, რომ მამაჩემის მიღწევა გავიმეორე. ის ალბათ ნახევარ საათში ჩამოფრინდება აქ“, - განაცხადა როსბერგმა. მამამისი რბოლას არ დასწრებია. მან რბოლის შინ ნახვა ამჯობინა, სადაც ერთდროულად სამ ეკრანს იყენებს ხოლმე, რომელთაგან ერთზე ყოველთვის დროებია გამოსახული.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:38.755
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:39.058
  3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.589
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:39.604
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:39.661
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:39.818
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.501
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:40.519
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:41.106
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.213

- - - - - - - - - -

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:41.084
  2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.272
  3. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:41.480
  4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:41.564
  5. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:41.820
  6. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:41.995

- - - - - - - - - -

  1. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:42.003
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:42.142
  3. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:42.247
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1:42.286
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:42.393
  6. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:42.637

რბოლა

აბუ დაბი, იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (55 წრე, 5.554 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:38:04.013
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:00.439
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:00.843
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:01.685
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:05.315
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:18.816
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:50.114
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:58.776
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:59.436
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 00:59.896
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 01:16.777
  12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 01:35.113
  13. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1 წრე
  14. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 14 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 41 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 43 წრე

გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 49 წრე

გ. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 50 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:43.729, 43-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 385 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 380; 3. დანიელ რიკიარდო - 256; 4. სებასტიან ფეტელი - 212; 5. მაქს ფერსტაპენი - 204; 6. კიმი რაიკონენი - 186; 7. სერხიო პერესი - 101; 8. ვალტერი ბოტასი - 85; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 72; 10. ფერნანდო ალონსო - 54; 11. ფელიპე მასა - 53; 12. კარლოს საინსი - 46; 13. რომენ გროჟანი - 29; 14. დანილ კვიატი - 25; 15. ჯენსონ ბატონი - 21; 16. კევინ მაგნუსენი - 7; 17. ფელიპე ნასრი - 2; 18. ჯოლიონ პალმერი - 1; 19. პასკალ ვერლაინი - 1; 20. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 21. ესტებან ოკონი - 0; 22. მარკუს ერიკსონი - 0; 23. ესტებან ოკონი - 0; 24. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 765 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 468; 3. ფერარი - 398; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 173; 5. უილიამს-მერსედესი - 138; 6. მაკლარენ-ჰონდა - 76; 7. ტორო როსო-ფერარი - 63; 8. ჰაას-ფერარი - 29; 9. რენო - 8; 10. ზაუბერ-ფერარი - 2; 11. მენორ-მერსედესი - 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104473