ფეხბურთი

3:37 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: მასპინძელთა დღე

ლა ლიგის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა და ყველა მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

გათამაშების ლიდერმა “რეალმა” შინ “ხიხონი” მიიღო და 3 ქულის აღება ბრძოლაში მოახერხა. მადრიდელები უკვე მე-18 წუთისთვის რონალდუს დუბლით იგებდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ დიდი ანგარიშით მოიგებდნენ, თუმცა ასტურიელებმა კარმონას გოლით პირველივე ტაიმში შეამცირეს სხვაობა და შემდეგაც გვარიანად ანერვიულეს მრისხანე მეტოქე. სტუმრებს 78-ე წუთზე გათანაბრების 100%-იანი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჩოპმა პენალტი ააცილა – 2:1.

დღის ცენტრალური შეხვედრა “სანჩეს პისხუანზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “სევილიამ” კრიზისში მყოფი “ვალენსიას” დამარცხება მოახერხა. “ღამურებს” ცუდად არ უთამაშიათ, უფრო მეტი მომენტიც შექმნეს, მაგრამ მაინც წააგეს. უგოლო ტაიმის შემდეგ მასპინძლები 53-ე წუთზე ეზეკიელ გარაის ავტოგოლით დაწინაურდნენ. სტუმრებს ყურები არ ჩამოუყრიათ, 65-ე წუთზე ჟოაო კანსელოს შესანიშნავი გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა მუნირ ელ ჰადადიმ შეირგო და წონასწორობა აღადგინა. “სევილიამ” გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე შეაგდო: ნიკო პარეხამ დაახლოებით ისეთი ბურთი გაიტანა, როგორიც რამდენიმე დღის წინ “იუვენტუსს” გაუტანა. დარჩენილ დროში “ღამურებს” გათანაბრება შეეძლოთ და ამის ყველაზე კარგი შანსი 93-ე წუთზე ხოსე ლუის გაიას ჰქონდა, მაგრამ სერხიო რიკომ ბრწყინვალედ ითამაშა და საკუთარი გუნდი 2 ქულის დაკარგვისგან იხსნა – 2:1.

აღსანიშნავია, რომ ანდალუსიელებმა ალვეშის კარის მიმართულებით სულ ერთხელ დაარტყეს, მაგრამ ორი ბურთი გაიტანეს.

“ესპანიოლი” საკუთარ მოედანზე “ლეგანესს” დაუხვდა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა მიითვალა პაბლო პიატიმ, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და 5 გატანილ გოლთან ერთად, 7 საგოლე პასი დაუგროვდა.

დღის გახსნითი და ყველაზე უხვგოლიანი მატჩი “ლა როსალედაზე” შედგა, სადაც “მალაგამ” “დეპორტივო” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაამარცხა.

მალაგა – დეპორტივო 4:3 (2:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, მ.ტორესი, ვილანუევა, რიკა, როსალესი, ფორნალსი (დუდა 87), კამაჩო, ხუანპი, ჩ.კასტრო, მ.სანტოსი (ონტივეროსი 73), ს.რამირესი (ენ ნესირი 54).
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, ალბენტოსა, ლუისინიო, ხუანფრანი, ბორგესი, გილერმე, მ.მორენო (მოსკერა 90), ფაჟრი (ხილი 68), გამა (ჩოლაკი 93), ანდონე.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 0:1, 3:3 ბორგესი (4 პენ; 81), 1:1, 3:1 მ.სანტოსი (21 პენ; 56), 2:1 ს.რამირესი (40), 3:2 ანდონე (72), 4:3 ონტივეროსი (92)
გაფრთხილებები: ხუანპი, კამაჩო, ონტივეროსი – ლუისინიო
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

რეალი – ხიხონი 2:1 (2:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე, რამოსი (მარსელო 72), ნაჩო, დანილო, ხამესი (ასენსიო 72), კოვაჩიჩი (ისკო 81), მოდრიჩი, რონალდუ, ლ.ვაზკესი, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ხიხონი (5-4-1): კუელარი, ამორობიეტა, მერე, კასტელიანო, ი.ლოპესი, დუგლასი, სერხიო, აიტ-ატმანე (კასესი 81), მ.გომესი (ვ.როდრიგესი 76), კარმონა (ვიგუერა 76), ჩოპი.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

გოლები: 1:0, 2:0 რონალდუ (5 პენ; 18), 2:1 კარმონა (35)
გაფრთხილებები: ნაჩო – ამორობიეტა, აიტ-ატმანე, კარმონა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ესპანიოლი – ლეგანესი 3:0 (0:0)

ბარსელონა, “ესტადიო ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, ვ.სანჩესი, კარისოლი, ფუეგო, ხურადო, ხოსე ანტონიო რეიესი (კაისედო 46), პიატი, ბაპტიშტაო (დიოპი 70), ხ.მორენო (როკა 85).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი (ბრიგნოლი 30), მანტოვანი (მაჩისი 77), პ.ინსუა, ბუსტინზა, ვ.დიასი, ტიმორი, ალბერტო, უ.ლოპესი, გაბრიელი, ომარი, ლუსიანო (გერერო 76).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0 ხ.მორენო (47), 2:0, 3:0 პიატი (51; 88)
გაფრთხილება: ვ.დიასი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

სევილია – ვალენსია 2:1 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (3-5-1-1): ს.რიკო, რამი, მერკადო, პარეხა, კრანევიტერი (ხ.კორეა 72), ნ’ზონზი, სარაბია, ესკუდერო (კიოტაკე 46), ვიტოლო, ფ.ვაზკესი, ვიეტო (ბენ იედერი 61).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ვალენსია (3-4-1-2): ალვეში, მანგალა, გარაი, აბდენური (ელ ჰადადი 62), ე.პერესი, მ.სუარესი (მინა 80), სიკეირა (გაია 80), კანსელო, პარეხო, როდრიგო, ნანი.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გოლები: 1:0 გარაი (53 ს.კ.), 1:1 ელ ჰადადი (65), 2:1 პარეხა (75)
გაფრთხილება: სიკეირა
მსაჯი: დელ სერო გრანდე

თეგებილა ლიგა
0.111544