ფეხბურთი

19:38 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესის 5-დან 3: არგენტინელი ლიგაში კვლავ საუკეთესოა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური “ბარსელონას” შემტევი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მიმდინარე სეზონში მესამედ აღიარეს. მე-5 ტურში “ბლაუგრანამ” “სელტიკი” სტუმრად 2:0 დაამარცხა, სამხრეთამერიკელმა კი დუბლი გაიფორმა.

მესიმ გამოკითხვაში გულშემატკივრების ხმების 46% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა მარკო როისი (43%), რომელმაც “ლეგიასთან” მოგებულ (8:4) შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მესამე პოზიცია კი ფრანგმა რაფაელ ვარანმა დაიკავა (3%). მადრიდის “რეალის” მცველმა “სპორტინგთან” მოგებულ (2:1) შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100707