ფეხბურთი

21:00 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი ქუთაისში გაემგზავრა

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულია. ქუთათურებმა დღეს, ზესტაფონში გამართულ ფინალურ მატჩში მარტვილის “მერანს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს – 2:1.

“ტორპედომ” ტიტული 2001 წლის შემდგომ პირველად მოიგო და დამდეგ ზაფხულს ევროპა ლიგაზე მოუწევს საქართველოს სახელის დაცვა – ახლა კი, თამაშზეც ვთქვათ და მივყვეთ თანმიმდევრობით.

პირველი ტაიმი “ტორპედოს” სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. თავიდან თითქოს “მერანი” უფრო მეტად სცდილობდა თამაშის გამწვავებას, მაგრამ სწრაფმა გაშვებულმა გოლმა მარტვილელებზე იმოქმედა და გონს მთელი ტაიმი ვერ მოვიდნენ. ყოველშემთხევავში ანტრაქტამდე მარტვილელებს როინ კვასხვაძის კართან ღირებული არაფერი შეუქმნიათ. ვერც იმას ვიტყვით, რომ “ტორპედო” შეტევას შეტევაზე ახორციელებდა, მაგრამ ამის საჭიროება კახა ჩხეტიანის გუნდს არც ჰქონია – მე-15 წუთზე შოთა ბაბუნაშვილის სტანდარტს გიორგი გურული გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახნსა, რამაც ქუთაისელთა ტრიბუნა ააფეთქა. მეორე გოლიც სტანდარტიდან გაიტანეს ქუთათურებმა: ამჯერად ბექა ტუღუშმა 20 მეტრიდან იდეალურად დაარტყა – ბურთი ცოცხალ კედელს მოხდენილად გადაავლო, ვეღარც დავით კუპატაძე შესწვდა და ანაგრიში გაიზარდა – 0:2. “მერანმა” თამაშის დალაგება ამის მერეც ვერ მოახერხა და ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ტაიმს განსხვავებული სცენარი ჰქონდა – გიორგი მიქაძემ ინერტული შოთა ჯიქია ზვიად ქანთარიათი ჩაანაცვლა, რამაც “მერანის” მარცხენა ფლანგი ოდნავ გამოაცოცხლა. 54-ე წუთზე კი, ქუთაისელთა კარისკენ სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ბურთთან ყოფილი ტორპედოელი ნიკა საბანაძე მივიდა და სტანდარტი დიდებულად დაარტყა. მართალია, ბურთი არ განეკუთვნებოდა აუღებელთა კატეგორიას, მაგრამ როინ კვასხვაძეს ერთი არასწორად გადაგმული ნაბიჯი გოლის გაშვებად დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ საბანაძემ ცოცხალ კედელში ბურთი ზუსტად იქ გაატარა, სადაც “მერანის” ორი ფეხბურთელი იდგა და შესაბამისად, კვასხვაძის კარისკენ დაუბრკოლებლად წავიდა. “მერანს” გატანილმა გოლმა სტიმული შემატა და კიდებ ეცადა მწვავედ შეეტია, მაგრამ სახიფათო მომენტამდე საქმის მისვლა ერთობ ჭირდა. “მერანი” ახერხებდა საჯარიმომდე ბურთის მიტანას, მაგრამ იქ გააზრებულის შექმნას ვეღარ ახერხებდა. ყველაზე სახიფათო მომენტი 77-ე წუთზე შექმნეს მიქაძის შგირდებმა, თუმცა უფრო იდნივიდუალური ოსტატობის შედეგად – აკაკი შულაიამ საჯარიმოს მისაგდომებთან “ტორპედოს” მცველებს თავგზა აუბნია, ბოლოს ვაჟა ტაბატაძეც მოატყუა და ძლიერად დაარტყა. ერთი ეგაა ახალგაზრდა შემტევს ბურთი სიძლიერეზე გათვლილი გამოუვიდა მხოლოდ და იქ წავიდა, სადაც კვასხვაძე იდგა – კუთხურს კი, ხიფათი არ მოჰყოლია.

რაც უფრო ნაკლები დრო რჩებოდა თამაშის დასრულებამდე იმის მაგივრად, რომ “მერანს” შეეტია, თავის დაცვა მოუხდა. ანრი ჭიჭინაძის შორეული დარტყმის მერე კი კუპატაძემ ბოლო მომენტში მოახერხა რეაგირების მოხდენა, თორემ ორბურთიანი სტატუსქვო აღდგებოდა.

ასე თუ ისე, მსაჯის მიერ კომპესირებულ 4 წუთშიც არაფერი შეცვლილა და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” გახდა ისტორიაში მესამედ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იმერულმა გუნდმა ტიტული 15 წლიანი პაუზის მერე მოიგო.

რაც შეეხება “მერანს” – მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს ეს გუნდი. მარტვილელებმა პირველი ლიგის მონაწილის სტატუსით შესძლეს ფინალამდე მისვლა და გზად საკმაოდ ძლიერი გუნდებიც ჩამოიცილეს. ისც ხომ გასათვალისწინებელია, რომ არც ფინალურ მატჩში დაუთმია რამე და შეხვედრის ბოლო წუთამდე იბრძოდა თამაშის გადასარჩენად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საფეხბურთო გარემო “დავით აბაშიძეზე” – ერთი სიტყვით, რომ აღვწეროთ, ისეთი ატმოსფერო იყო, როგორიც ფინალს შეეფერება, ყოველმხრივ...

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “ტორპედოს” შემტევი და მეორე გოლის ავტორი, ბექა ტუღუში დასახელდა.

მსაჯის საფინალო სასტვენის მერე ტრიბუნებსა და სტადიონზე დაიწყო ნამდვილი ზეიმი, რომლიც ფურცელზე გადმოცემა ცოტა რთულია...

“მერანი” – “ტორპედო” 1:2 (0:2) VIDEO

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”

მაყურებელი: 5 000

“მერანი” (4-3-3): კუპატაძე; მელიავა (წოწონავა 90), გიორგაძე, ორბელაძე, ჩალაძე; წყაროზია (გეგია 72), ციმაკურიძე, ტეიდი; შულაია, საბანაძე, ჯიქია (ქანთარია 46)

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

“ტორპედო” (4-3-3): კვასხვაძე; ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე; მამასახლისი, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (საღრიშვილი 72); დოლიძე (ბენაშვილი 86), კაპანაძე (ნერგაძე 80), ტუღუში

მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

გოლები: 0:1 გურული (15), 0:2 ტუღუში (36), 1:2 საბანაძე (54)

გაფრთხილება: ტეიდი (19), წყაროზია (40), გიორგაძე (80) – ტუღუში (31)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.28468