ფეხბურთი

2:09 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ლეგანესის” ისტორიული გამარჯვება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში “ლეგანესმა” “ოსასუნას” უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. ამაში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ “ლეგანესმა” ლა ლიგაში (პირველ სეზონს ატარებს) არსებობის განმალობაში პირველი საშინაო მატჩი მოიგო.

კასტილიურ კლუბს ისტორიული გამარჯვება “ვალენსიადან” ნათხოვარმა რობერტ იბანესმა მოუპოვა, რომელმაც ნაუზეტის დამწუხრება მე-6 და 57-ე წუთებზე მოახერხა – 2:0.

“ლეგანესმა” 13 ქულით მე-15 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ოსასუნა” 7 ქულით მე-19 საფეხურზე დარჩა.

ლეგანესი – ოსასუნა 2:0 (1:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი, პ.ინსუა, მანტოვანი, დ.რიკო (ვ.დიასი 78), ბუსტინზა, ტიმორი, ალბერტო, შიმანოვსკი (მაჩისი 46), იბანესი (უ.ლოპესი 86), გაბრიელი, ლუსიანო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ოსასუნა (4-2-3-1): ნაუზეტი, უ.გარსია, დ.გარსია, ფუენტესი, ბონინი, ფაუსტო (რივიერი 46), ოიერი, ბერენგუერი, რ.ტორესი (ოლავიდე 73), დე ლას კუევასი (კაუსიჩი 57), ს.ლეონი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: იბანესი (6; 57)
გაფრთხილებები: დ.რიკო, ბუსტინზა – დ.გარსია, რივიერი, ოლავიდე
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
0.115248