ფეხბურთი

22:39 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა XI ტურის თავზე: მოულოდნელი ლიდერით და ხუთი მესამეადგილოსნით

გერმანიის ბუნდესლიგის XI ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა – ერთ-ერთმა ლიდერმა “ჰოფენჰაიმმა” შინ მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერთან, ხოლო “აინტრახტმა” ბრემენში ქამ-ბექი შემოგვთავაზა და სამეულს შეუტია.

თავიდან იმას გეტყვით, რომ “ჰოფენჰაიმი” ლიდერ “ლაიპციგთან” ერთად მეორე გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელსაც არ წაუგია. ერთი ეგაა, “სოფლელები” ფრედ ხშირად თამაშობენ და ასე იყო ამჯერადაც. არადა, “ჰამბურგი” მოუგებელი გუნდია ბუნდესლიგაში და იუალიან ნაგელსმანის გუნდი უდაო ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, ამან არ გაჭრა – ნიკოლაი მიულერის 61-ე წუთზე გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 2:2.

ტურის დასკვნით შეხვედრაში კი, ბრემენის “ვერდერი” კი უგებდა “აინტრატხს”, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და წააგო. გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე აიმან ბარკოკმა გაიტანა, რომელსაც დღეს ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა. “ვერდერმა” მიჯრით მეოთხე თამაში წააგო და სახიფათო ზონა ერთ ნაბიჯში აქვს, ხოლო ფრანკფურტელებმა ზედიზედ მეხუთე წაუგებელი თამაში ჩაატარეს, რაც სატურნირო ცხრილზეც ისახება.

აღსანიშნავია, რომ ერთბაშად ხუთ გუნდს (“დორტმუნდი”, “ჰოფენჰაიმი”, “ჰერტა”, “აინტრახტი”, “კიოლნი”) დაუგროვდა 21 ქულა და მესამე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ. წინ კი, “ბაიერნი” და “ლაიპციგი” არიან. რაც უნდა უცნაური იყოს, ერთპიროვნული ლიდერი ეს უკანასკნელია და არა “რეკორდმაისტერი”...

“ჰოფენჰაიმი” – “ჰამბურგი” 2:2 (1:1)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 29 512

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი (ბიჩაკჩიჩი 22), ჰუბნერი; კადერაბეკი, ამირი, რუდი, დემირბაი (რუპი 69), ზუბერი; კრამარიჩი (ვარგასი 78), ვაგნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მატეინია; დიკმაიერი, იუნგი, ჯურუ, სანტოსი; საკაი, ოსტრზოლეკი; მიულერი (პორატი 90), ჰოლტბი, კოსტიჩი (ჰანტი 90); გრეგორიტში (ლასოგა 80)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 კოსტიჩი (28), 1:1 ვაგნერი (45), 2:1 ზუბერი (49), 2:2 მიულერი (61)

გაფრთხილება: ბიჩაკჩიჩი (41) – საკაი (16), მიულერი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 14 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: რობერტ ჰარტმანი

“ვერდერი” – “აინტრახტი” 1:2 (1:0)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 39 261

“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ველიკოვიჩი, მოისანდერი, გარსია; გნაბრი (ბარტლესი 77), ფრიტცი, გრილიტში (ბარგფრედე 72), იუნუზოვიჩი; კრუსე, პიზარო (ტი 83)

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

“აინტრახტი” (4-3-2-1): ჰრადეცკი; ჩენდლერი, აბრაჰამი, ვალეხო, ოცზიპკა; მასკარელი, ჰასებე, ჰუსჟტი (მეიერი 46); ფაბიანი, გაჩინოვიჩი (ბარკოკი 75); ჰრგოტა (რებიჩი 84)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 გრილიტში (38), 1:1 მეიერი (52), 1:2 ბარკოკი (90)

გაფრთხილება: გნაბრი (73) – მასკარელი (24), ვალეხო (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 18 (9) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: რობერტ კამპკა

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 12 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 7, ვედად იბიშევიჩი (“ჰოფენჰაიმი”) – 6, იუნუს მალი (“მაინცი”) – 6.

თეგებიბუნდესლიგა
0.119343