ფეხბურთი

2:11 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ტურეს შთამბეჭდავი დაბრუნება და ზავი “ოლდ ტრაფორდზე”

პრემიერლიგის მე-12 ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი ჯახი იწვევდა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

მატჩი მომენტებით დახუნძლული ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მასპინძლებს გოლის გატანის მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. “წითელი ეშმაკები” 69-ე წუთზე ხუან მატამ გააწინაურა, რომელმაც ანდერ ერერას გადაცემა შეირგო და პიოტრ ჩეხს ახლო მანძილიდან შორეულ კუთხეში გაუტანა. “იუნაიტედი” თამაშს აკონტროლებდა და თითქოს, სამი ქულის აღება არ უნდა გაჭირვებოდა, მაგრამ 89-ე წუთზე ერთი შეტევა გამოეპარათ, რაც 2 ქულის დაკარვად დაუჯდათ. გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს: მარჯვენა ფლანგზე ჩემბერლენმა იყოჩაღა და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც ყველას ოლივიე ჟირუმ დაასწრო და უძლიერესი თავური დარტყმით დე ხეას შანსი არ დაუტოვა – 1:1. “არსენალს” უკვე 11 მატჩია არ წაუგია.

“ლივერპულმა”, რომელმაც მიმდინარე სეზონში ფეერიულ და უხვგოლიან მატჩებს მიგვაჩვია, ამჯერად უგოლოდ ითამაშა. მერსისაიდელები გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდნენ და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ შეძლეს. დაკარგული 2 ქულა, “ლივერპულს” ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

მერსისაიდელთა წაბორძიკებით “მანჩესტერ სიტიმ” ისარგებლა, გასვლაზე “კრისტალ პალასი” დაამარცხა და იურგენ კლოპის გუნდს ქულებით გაუთანაბრდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოსეპ გვარდიოლამ მიმდინარე სეზონში პირველად ათამაშა იაია ტურე, რომელთანაც აქამდე კონფლიქტი ჰქონდა. აფრიკელმა ფეხბურთელმა კი, უმალ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა და ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს. იაიამ დუბლი შეასრულა და 3 ქულა მოუპოვა თავის გუნდს. მასპინძელთაგან, საპასუხო ერთი ბურთი კონორ ვიკჰემმა შეაგდო – 1:2.

12 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია “ტოტენჰემი”, რომელიც 89-ე წუთისთვის “უაით ჰართ ლეინზე” 1:2-ს აგებდა “ვესტ ჰემთან”, თუმცა მასპინძლებმა შესანიშნავი “ქამბექი” შემოგვთავაზეს და ჰარი კეინის დუბლის წყალობით იმარჯვეს – 3:2.

“სანდერლენდმა”, რომელსაც 10 ტურის მანძილზე მოგებული არ ჰქონდა, ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა. “შავმა კატებმა” შინ “ჰალი” გაანადგურეს და კონკურენტებთან ჩამორჩენა შეამცირეს. აღნიშნულმა მატჩში ანგარიში ჯერმეინ დეფომ გახსნა და ეს გოლი მისთვის 150-ე აღმოჩნდა პრემიერლიგაში. ორი ბურთი კი, ვიქტორ ანიჩებეს ანგარიშზეა.

89-ე წუთამდე “გუდისონ პარკზე” იგებდა გათამაშების მეორე აუტსაიდერი “სუონსი”, მაგრამ სიმუს კოულმენმა “ევერტონს” ქულა გადაურჩინა. “სტოკი” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთთან” დამარცხდა, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” მორიგი სუსტი შეხვედრა ჩაატარა და გასვლაზე “უოტფორდთან” წააგო.

მანჩესტერ იუნაიტედი – არსენალი 1:1 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, ჯონსი, დარმიანი (ბლინდი 64), ა.ვალენსია, პოგბა, კერიკი, მატა (შნეიდერლენი 85), ერერა, მარტიალი (რუნი 63). რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, ჯენკინსონი (ჩემბერლენი 83), მონრეალი, ელნენი (ჟირუ 73), კოკლენი (ჯაკა 80), რემსი, ოზილი, უოლკოტი, სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 მატა (69), 1:1 ჟირუ (89)
გაფრთხილებები: დარმიანი, მატა, რუნი – სანჩესი, რემსი, ჯაკა
მსაჯი: ანდრე მარინერი

კრისტალ პალასი – მანჩესტერ სიტი 1:2 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ტომკინსი, დანი, იარდი, კელი (საკო 86), კაბაიე, მაკარტური, თაუნსენდი (ვიკჰემი 46), პანჩონი, ზაჰა, ბენტეკე (ლი 81).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ბრავო, კომპანი (ზაბალეტა 37), ოტამენდი, სანია, კოლაროვი, ფერნანდინიო, ტურე, დე ბრუინი, სტერლინგი, ნოლიტო (სილვა 67), აგუერო (ფერნანდო 86).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1, 1:2 ტურე (39; 83), 1:1 ვიკჰემი (66)
გაფრთხილებები: ვიკჰემი – ოტამენდი, ნოლიტო
მსაჯი: რობერტ მედლი

ევერტონი – სუონსი 1:1 (0:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, იაგიელკა (ე.ვალენსია 83), უილიამსი, ბეინსი, კოულმენი, მაკკარტი (მირალაში 72), გაიე, ბარკლი, ლენონი (დეულოფეუ 66), ბოლასი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ამატი, ფ.ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კორკი, ფერი, ფულტონი (კი 87), ბაროუ (დაიერი 81), სიგურდსონი, რუტლიჯი.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

გოლები: 0:1 სიგურდსონი (41 პენ.), 1:1 კოულმენი (89)
გაფრთხილებები: იაგიელკა, მაკკარტი, ბეინსი, ბარკლი, მირალაში – ბაროუ, ნოუტონი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

საუთჰემპტონი – ლივერპული 0:0

საუთჰემპტონი, “სენტ-მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში, ჰიობერგი (რიდი 78), რომეუ, ს.დევისი, ბუფალი (ლონგი 66), რედმონდი, ოსტინი (ჯ.როდრიგესი 75).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, ლოვრენი, მატიპი, კლაინი, მილნერი, ჰენდერსონი, ჩანი (სტარიჯი 78), ვეინალდუმი, მანე (ორიჯი 91), კოუტინიო, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გაფრთხილებები: სოარეში – კოუტინიო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სტოკი – ბორნმუთი 0:1 (0:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, ბერდსლი (გ.ჯონსონი 57), ალენი, ადამი, კრკიჩი (უოლტერსი 73), არნაუტოვიჩი, შაქირი, ბონი (კრაუჩი 68).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ბორნმუთი (4-2-3-1): ფედერიკი, აკე, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, არტერი, გოსლინგი, კინგი (პუგი 81), უილშირი, სტანისლასი, უილსონი (აფობი 69).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლი: აკე (26)
გაფრთხილებები: ალენი, ბონი, ადამი – არტერი, გოსლინგი, ფედერიკი
მსაჯი: როჯერ ისტი

49-ე წუთზე კრკიჩმა პენალტი ვერ გაიტანა

სანდერლენდი – ჰალი 3:0 (1:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი, ჯილობოჯი, კონე, ჯონსი, ვან აანჰოლტი, დენაიერი (ოში 83), მაკნეირი (ლავი 88), ნდონგი, უოტმორი, ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ჰალი (4-4-1-1): მარშალი, დოუსონი, კ.დევისი, ელმოჰამადი, ტიმონი (ბოუვინი 68), კლუკასი, ლივერმორი, სნოდგრასი, მეისონი (მეილერი 78), ჰენრიკსენი, მბოკანი.
მწვრთნელი: მაიკლ ფელანი

გოლები: 1:0 დეფო (34), 2:0, 3:0 ანიჩებე (62; 84)
გაფრთხილებები: ჯილობოჯი, ჯონსი
გაძევება: ჯილობოჯი (89)
მსაჯი: ლი მეისონი

უოტფორდი – ლესტერი 2:1 (2:1)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (3-4-3): გომეში, ქაბული, პროდლი, ბრიტოსი, ბეჰრამი, კაპუ, ზუნიგა, ჯანმაატი, პერეირა, ამრაბატი (გედიურა 87), დინი (ოკაკა 90).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

ლესტერი (4-4-2): ცილერი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი (ფუჩსი 68), ამარტი, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი (მუსა 78), მაჰრეზი, ოკაზაკი (გრეი 68), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 დინი (1), 2:0 პერეირა (12), 2:1 მაჰრეზი (15 პენ.)
გაფრთხილებები: ზუნიგა, ბრიტოსი – ფუჩსი, დრინკვოთერი, გრეი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ტოტენჰემი – ვესტ ჰემი 3:2 (0:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დაიერი, ვერტონგენი, უოლკერი (ტრიპიერი 89), როუზი, ვანიამა, ვინკსი, ერიკსენი, დემბელე (სონი 72), კეინი, იანსენი (ალი 68).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი, რიდი, ოგბონა, კუაიტე, ობიანგი, ლანცინი, ანტონიო, კრესველი, ა.აიუ (ე.ფერნანდესი 61), პაიე (ნორდტვეიტი 85), სახო (ძაძა 60).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 ანტონიო (24), 1:1 ვინკსი (51), 1:2 ლანცინი (68 პენ.), 2:2, 3:2 კეინი (89; 91 პენ.)
გაფრთხილებები: დემბელე, უოლკერი, როუზი – ლანცინი, ანტონიო
მსაჯი: მაიკლ დინი

0.172789