ფეხბურთი

1:58 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სერია A-ში სეირნობს

იტალიის სერია A-ს XIII ტური მოულოდნელობების გარეშე დაიწყო – ლიდერმა “იუვენტუსმა” გასავარდნ ზონაში მყოფ “პესკარას” ცალი ფეხით, თანაც გადახალისებული შემადგენლობით მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა.

“იუვეს” მხრიდან გოლები სამი ხედირამ, მარიო მანჯუკიჩმა და ერნანესმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ხედირას ასისტენტობა მანჯუკიჩმა გაუწია, ხოლო მეორე ტაიმში გერმანელმა ხორვატს ვალი დაუბრუნა. ამ შეხვედრაში ყველაზე გამოსარჩევი ის მოხდა, რომ ითამაშა მოის კინმა, რომელიც XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა სერია A-ს ისტორიაში, ვინც ითამაშა.

მანამდე, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა “ნაპოლიმ” – ენაპოლიტანურმა გუნდმა გასვლაზე “უდინეზეს” მოუგო – 2:1. მაურიციო სარის გუნდმა სამი ქულა ლორენცო ინსინიეს დამსახურებით ირგუნა, რომელმაც ფრიულელებს დუბლი შეუსრულა. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლიმ” “უდინეზეს” გასვლაზე 2007 წლის სექტემბრის მერე პირველად მოუგო.

ტურის სასტარტო მატჩში კი, ვერონას “კიევომ” “კალიარის” მასიმო გობის გოლით მოუგო. საგულისხმოა, რომ გობიმ სერია A-ში 100 მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. სიმბოლურია, რომ გობი იტალიურ საფეხბურთო სამყაროში თავის დროზე ცნობადი სახე სწორედ “კალიარიდან” გახდა.

XIII ტური კვირას გაგრძელდება და ტურის მთავარი მატჩით დასრულდება: მილანში, “დერბი დელა მადონინა” შედგება.

“კიევო” – “კალიარი” 1:0 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 14 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი, სპოლი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, იცკო; დე გუზმანი (რიგონი 73); პელისიერი (ინგლეზე 82), ფლორო ფლორესი (მეჯორინი 9)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; ჩეპიტელი, სალამონი (ისლა 70), ბრუნო ალვეში, ბიტანტე; ბარელა, მუნარი, პადოინი; დი ჯენარო (ბორიელო 79); ფარიასი, ჯანეტი (მელკიორი 66)

მწვრთნელი: მარკო რასტელი

გოლი: 1:0 გობი (53)

გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (41), სპოლი (62), კაჩატორე (90) – ბიტანტე (29), ჩეპიტელი (57), მუნარი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 8 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“უდინეზე” – “ნაპოლი” 1:2 (0:0)

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

მაყურებელი: 15 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, ვაგუე, დანილო, ფელიპე; ფოფანა, კუმსი (იანტკო 75), ბადუ; მატოსი (პერიცა 54), ძაპატა (დე პაული 81), ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი; ალანი, დიავარა, ჰამშიკი (ზიელინსკი 72); კალეხონი, ინსინიე (ჯაკერინი 79), მერტენსი (ელ კადური 88)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ინსინიე (47), 0:2 ინსინიე (57), 1:2 პერიცა (59)

გაფრთხილება: ფელიპე (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 8 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

“იუვენტუსი” – “პესკარა” 3:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ნეტო; რუგანი, ბონუჩი, ევრა; ლიხშტაინერი (კუადრადო 25), ხედირა (სტურარო 71), ერნანესი, ასამოა, ალექს სანდრო; მანჯუკიჩი (კინი 84), იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“პესკარა” (4-2-3-1): ბიძარი; ძამპანო, კამპანიარო (ვიტურინი 46), ძუპარიჩი, ბირაგი; ბრუგმანი, მემუშაი, კრისტანტე (ბრუნო 76); კრეშენცი, პეტინარი (პეპე 65); კაპრარი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

გოლები: 1:0 ხედირა (36), 2:0 მანჯუკიჩი (63), 3:0 ერნანესი (69)

გაფრთხილება: კრეშენცი (45), ბრუნო (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 7 (6) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: მიშელ ფაბრი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 10 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 8, მოჰამედ სალაჰი (“რომა”) – 8, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 7, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 7.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117267