ფეხბურთი

0:12 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა - მეცამეტე ტური

18, 19 და 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართება. გულშემატკივრებს ექვსივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრის ტრანსლაციას დინამოელთა ვებ-გვერდი განახორციელებს. დარჩენილი ხუთი შეხვედრისას კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას თბილისი უმასპინძლებს. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ქუთაისელებს 12 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან, ცხინვალელებს კი, 9 ქულა აქვთ და თეთრ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე ადგილს იკავებენ.

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს „დინამო არენაზეც“. თბილისურ დერბიში ერთმანეთის წინააღმდეგ „დინამო“ და „ლოკომოტივი“ წარსდგებიან. დინამოელები თეთრი ჯგუფში 17 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლოკომოტიველები კი, 14 ქულით - მესამეზე. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის „მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

მეცამეტე ტურში ბოლნისის „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის მინდვრის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართება. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, „სიონი“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ბათუმის „დინამო“ კი ევრო-ზონაში მოსახვედრად.

„მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე შედგება თბილისის „საბურთალოსა“ და „ზუგდიდის” დაპირსპირება. ორივე შეხვედრა 19 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს გაიმართება, მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ტესტ-მატჩის გამო.

მეცამეტე ტურის დარჩენილ მატჩებში ლანჩხუთის „გურია“ საჩხერის „ჩიხურას“, ხოლო სამტრედია“ გორის „დილას“ შეხვდება.

ცხინვალი - ტორპედო

თბილისი, "მიხეილ მესხი 2", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. ჩიგოგიძე, დ. სანოძე, გ. ყრუაშვილი, შ. ქუხილავა

გურია - ჩიხურა

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, გ. კიკაჩეიშვილი

დინამო თბ - ლოკომოტივი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე

დისკვალიფიკაცია: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ)

სამტრედია - დილა

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, მ. კუპატაძე, ი. მაჩიტიძე, ი. კვირიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია), ირაკლი მოდებაძე, გიგა სამხარაძე (ორივე დილა)

სიონი - დინამო ბთ

თბილისი, "მიხეილ მესხი 2", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. ვარამიშვილი, ა. აფციაური, პ. მაჭარაძე

დისკვალიფიკაცია: გიორგი ჯანელიძე

საბურთალო - ზუგდიდი

თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია დ. კურტანიძე, გ. დოგრაშვილი

დისკვალიფიკაცია: ელვინ ტერა (საბურთალო)

gff.ge

0.187354