41 წლის ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია ლატვიაში აგრძელებს საქმიანობას, მაგრამ კლუბი შეიცვალა - "ლიეპაიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს კლუბი ლატვიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა.
როგორც იცით, პერტია სამი წლის განმავლობაში რიგის "სკონტოს" თავკაცობდა და წარმატებულადაც. კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონობისთვის იბრძოდა.