ფეხბურთი

11:08 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებთა ოფიციალური განრიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ოფიციალური მატჩისთვის მზადებას 23-კაციანი შემადგენლობით აგრძელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ოთხშაბათს მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ მოედანზე ივარჯიშა. მოგვიანებით, საქართველოს ნაკრებმა ორმხრივი თამაში გამართა.

უკვე ცნობილია საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებთა ოფიციალური განრიგი:


11 ნოემბერი, პარასკევი

16.00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - სასტუმრო "ჰუალინგი"

16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)

18.30 მოლდოვას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - "დინამო არენას" მედია ცენტრი

19.00 მოლდოვას ნაკრების ვარჯიში - „დინამო არენა“ (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)


მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ, საქართველო-მოლდოვას აკრედიტაციები 11 ნოემბერს, სასტუმრო „ჰუალინგში“ 15 საათიდან 16 საათამდე და „დინამო არენას“ მედია ცენტრში 18 საათიდან 20 საათამდე გაიცემა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118016