ფეხბურთი

23:35 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპული” ერთპიროვნულად გალიდერდა

პრემიერლიგაში მე-11 ტურის შემდეგ “ლივერპული” ერთპიროვნულად გალიდერდა. როგორც იცით, გუშინ “მანჩესტერ სიტიმ” ვერ შეძლო გამარჯვება, ხოლო დღეს “არსენალმაც” დაკარგა ქულები, რითაც მერსისაიდულმა კლუბმა ისარგებლა, “უოტფორდს” შავი დღე აყარა და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც “არსენალმა” ჩრდილო ლონდონურ დერბიში “ტოტენჰემს” უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან დაძაბული, საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა, მოგებაც სცადა, თუმცა გუნდებმა ქულები გაიყვეს და ეს ალბათ ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო.

მთელმა შეხვედრამ ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. საწყის 25 წუთში სტუმრებს ორი მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან გამოსაყოფი ჰარი კეინის თავური დარტყმაა – ბურთი ოდნავ ასცდა ჩეხის კარს. ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და შესვენებამდე ისინი ფლობდნენ უპირატესობას. 32-ე წუთზე ალექს ივობის მართებდა გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან კარგად ვერ დაარტყა და ლორისმა მოიგერია ბურთი. 39-ე წუთზე კი, ტეო უოლკოტმა ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო დამატებაზე მესუთ ოზილმა ცარიელ კარს ააცილა. “მეთოფეებმა” დაწინაურება მაინც მოახერხეს: 42-ე წუთზე ვიმერმა ავტოგოლი გაიტანა და ტაიმი “არსენალმა” მოიგო.

მეორე ნახევარი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და ამან შედეგი მალევე გამოიღო. 51-ე წუთზე ლორან კოშელნიმ მუსა დემბელე საჯარიმო წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰარი კეინმა შეასრულა ზუსტად.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო მოგება. განსაკუთრებით გამოსაყოფია კრისტიან ერიკსენის სტანდარტული, საიდანაც დანიელმა მოთამაშემ ძელს გაარტყა. ამრიგად, “ტოტენჰემი” კვლავ ერთადერთი კლუბია პრემიერლიგაში, რომელსაც ჯერ არ წაუგია.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა “ლივერპულმა”, რომელმაც “ენფილდ როუდზე” “უოტფორდს” გადაუარა. მერსისაიდელებმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. “ლოსების” რბევა 27-ე წუთზე სადიო მანემ დაიწყო, სამ წუთში ფელიპე კოუტინიომ სხვაობა გაზარდა, ხოლო 43-ე წუთზე ემრე ჩანმაც შეაგდო და ტაიმი 3:0 დასრულდა.

“წითლები” მეორე ტაიმშიც არ შეჩერებულან და 57-ე წუთზე თავისი გოლი რობერტო ფირმინომაც გაიტანა, ხოლო სამ წუთში მანემ დუბლი გაიფორმა. სტუმრებმა რაც შეძლეს, პრესტიჟის ბურთის გატანაა, რომელიც 75-ე წუთზე დერილ ჯანმაატმა შეაგდო. საბოლოო ანგარიში კი, 91-ე წუთზე ვეინალდუმმა დააფიქსირა – 6:1.

ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც მე-19 ადგილოსანი “სუონსი” გასვლაზე დაამარცხა. “წითელმა ეშმაკებმა” ტაიმი პოლ პოგბას გოლით და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ერთი ბურთი ვან დერ ჰოორნმა გაქვითა – 1:3.

მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” პირველი საშინაო მატჩი დათმო მიმდინარე სეზონში. კლაუდიო რანიერის შეგირდები “ვესტ ბრომვიჩთან” დამარცხდნენ, ხოლო “ჰალმა” შინ “საუთჰემპტონი” დაამარცხა.

არსენალი – ტოტენჰემი 1:1 (1:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, ჯაკა, კოკლენი (რემსი 65), ივობი (ჟირუ 70), ოზილი, უოლკოტი (ჩემბერლენი 71), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ვიმერი, დაიერი, ვერტონგენი, ვანიამა, დემბელე, უოლკერი (ტრიპიერი 80), როუზი, სონი (ვინკსი 89), ერიკსენი, კეინი (იანსენი 73).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ვიმერი (42 ს.კ.), 1:1 კეინი (51 პენ.)
გაფრთხილებები: კოშელნი – ვიმერი, დაიერი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ჰალი – საუთჰემპტონი 2:1 (0:1)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-5-2): მარშალი, მ.დოუსონი, მაგუირე (ჰადლსტოუნი 74), კ.დევისი, ჰენრიკსენი, ლივერმორი, მეისონი, ელმოჰამადი, კლუკასი, კინი (სნოდგრასი 26), ა.ერნანდესი (მბოკანი 9).
მწვრთნელი: მაიკლ ფელანი

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი, კლასი (უარდ-პროუსი 77), ს.დევისი, რომეუ, რედმონდი (ჯ.როდრიგესი 77), ტადიჩი (ბუფალი 66), ოსტინი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 0:1 ოსტინი (6 პენ.), 1:1 სნოდგრასი (61), 2:1 მ.დოუსონი (63)
გაფრთხილებები: ტადიჩი, კლასი, ბერტრანი, იოშიდა, რომეუ
მსაჯი: გრემ სკოტი

ლივერპული – უოტფორდი 6:1 (3:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, ლეივა, მატიპი, კლაინი, მილნერი, ლალანა (სტარიჯი 71), ჩანი, ჰენდერსონი, კოუტინიო (ეჯარი 87), მანე (ვეინალდუმი 63), ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

უოტფორდი (4-4-2): გომეში (პანტილიმონი 33), ბრიტოსი, ქაბული, ჯანმაატი, ჰოლებასი, ბეჰრამი (უოტსონი 61), კაპუ, პერეირა (ზუნიგა 86), ამრაბატი, დინი, იგალო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლები: 1:0, 5:0 მანე (27; 60), 2:0 კოუტინიო (30), 3:0 ჩანი (43), 4:0 ფირმინო (57), 5:1 ჯანმაატი (75), 6:1 ვეინალდუმი (91)
გაფრთხილებები: ვეინალდუმი – ჰოლებასი, ბრიტოსი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სუონსი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:3 (0:3)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-4-2): ფაბიანსკი, მოუსონი, ვან დერ ჰოორნი, რანხელი, კინგსლი, ბრიტონი (ფერი 70), კი, რუტლიჯი (ბაროუ 46), სიგურდსონი, ლორენტე (მონტერო 46), ბასტონი.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, ჯონსი, იანგი, დარმიანი, ფელაინი, კერიკი, პოგბა (ფოსუ-მენსა 94), რუნი (შნეიდერლენი 89), მატა (ლინგარდი 81), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 პოგბა (15), 0:2, 0:3 იბრაჰიმოვიჩი (21; 33), 1:3 ვან დერ ჰოორნი (69)
გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი, მატა
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ლესტერი – ვესტ ბრომვიჩი 1:2 (0:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): ცილერი, ჰუტი (ულოა 87), მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კინგი, დრინკვოთერი, მაჰრეზი, მუსა (გრეი 67), ოკაზაკი (ვარდი 46), სლიმანი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი, დოუსონი, ნიომი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი (რობსონ-კანუ 92), ფილიპსი (გარდნერი 83), ბრანტი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 0:1 მორისონი (52), 1:1 სლიმანი (55), 1:2 ფილიპსი (72)
გაფრთხილებები: გარდნერი, ბრანტი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152298