ბლოგი

19:36 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი ტანჯული თაობა

რაც არ უნდა ვეცადოთ, წინა საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ცხოვრებიდან არასოდეს გაქრება, რამეთუ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ისეთი იყო როგორიც იყო. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ...

ამ წლებს თავისი ესთეტიკა აქვს, უცნაურობებითა და მრავალმხრივობით გაჯერებული.

გაიხსენეთ ფრაზა: “ხვალ აუცილებლად გაჩვენებთ ფეხბურთს, თუკი სინათლე იქნება”, “მაგას რა უჭირს, სახლში “დვიჟოკი” აქვს და მთელი პრემიერლიგა გაგდებული” აქვს. ჩვენ ვიკითხოთ თორემ…”.

კედლებზე გაკრული მარადონასი და კანიჯას პლაკატები, თურქული კოკა-კოლა ბოთლებში და თურქულივე ჯინსები. “ადიბასის” სპორტულები, თბილისში შეკერილი საშინლად უხარისხო ბურთები, რომლებიც ერი-სამი თამაშის მერე აუცილებლად სკდებოდა, მავთუკით დაჭერილი საფეხბურთო რეპორტაჟები, გაზეთების გამყიდველისგან სპორტული გაზეთის თხოვება და სხვანი მრავალნი...

იმ დროს, თბილისელი ბოშები რომ რაღაც უცნაურ დანადგარს ყიდდნენ, სახელად სათამაშო ერქვა. ეს "დანადგარი" ნახერხით სავსე პატარა მრგვალი სფერო იყო, რეზინაზე ეკიდა და პრჭყვიალა ქაღალდში იყო გახვეული. ბოშები ყიდდნენ მამალოებს, საღეჭ რეზინა "ტურბოსა" და "პადბომს" და მთელი ქართველი ერი გია სურამელაშვილის უცნობილეს ჰიტს მღეროდა: "ნაცნობ სიმღერას ვღიღინებ, შენს საყვარელ სიმღერას ვღიღინებ, შენ კი სამუდამოდ წახვედი"

ფაქტობრივად, ლეგენდად დარჩა საღეჭ რეზინებში ამოსული ქაღალდების, იგივე "ნაკლეინკების" და "კინდერის" სათამაშოების გროვების ბუმი. მერე იმ სათამაშოებს თითქოს გაააგზავნიდი სადღაც და რაღაც საჩუქარი მოგივიდოდა. ყველამ იცოდა, რომ სათამაშოების თუ "ნაკლეინკების" განსაზღვრულ რაოდენობას ვერ მოაგროვებდა, მაგრამ იმედი ხომ ჰქონდა...

ჩვენ ვიცოდით, რომ "რ" ასო არ არსებობდა სიტყვა "ევრო 96"-ს შესასგროვებლად, კოკა კოლას ბოთლების თავსახურავების ქვეშ, მაგრამ მაინც გავეშებულნი დავეძებდით ამ მითიურ "რ"-ს რომელიც ესოდენ ნანატრი ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუელებას მოგვცემდა.

90-იან წლებში, 10 მანეთად ბოშები "ფირმა" შოკოლადებსაც ყიდდნენ. კანფეტებს. პირდაპირ ნიფხავიდან იღებდნენ და გაწვდიდნენ. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს სიგარეტი "კოსმოსის" სუნი, "მტკვარი" და "ლუქსი". ვისაც ჯიბეში სიგარეტი "ტემპი" ედო, ის ყველაზე მაგარი კაცი იყო.

ნაკრებში ქეცბაია, შოთა და ქინქლაძე, ეროვნული მოძრაობა, კომკავშირის ბილეთების წვა, ქართული სიმღერის შემოძახება დერეფნებში და მასწავლებლების ცრემლიანი თვალები, გაყინული სპორტული დარბაზები და ლეგენდად ქცეული კახი კახიაშვილი, რომელმაც საქართველოდან გაასწრო. მერე გაუტანლობა, შური, მტრობა, დაკარგული წლები, ილუზიების მსხვრევა და "გენიალური" “ედიკა”.

და ყველაფრის გამოვლისა და ნახვის მიუხედავად, ჩვენ 90-იანელები გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხალხი ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ მუდამ ასეთებად დავრჩებით.

0.119858