ფეხბურთი

2:30 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგამ” “ხიხონს” აჯობა

ლა ლიგის მე-11 ტურის გახსნითი შეხვედრა “ლა როსალედაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მალაგამ” “ხიხონი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

სტუმრები შეხვედრის განმალობაში ორჯერ იგებდნენ, თუმცა 3 ქულა მაინც “მალაგას” დარჩა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა: დუჟე ჩოპი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ვიგუერას გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ახლოდან შეაგდო. მასპინძლებმა წონასწორობა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში აღადგინეს: ფორნალსმა საჯარიმოს ხაზიდან ძალიან ძლიერად დაარტყა და კუელარს შანსი არ დაუტოვა.

“მალაგასთვის” მეორე ნახევარიც ცუდად დაიწყო და 49-ე წუთზე ჩოპმა ყოფილ გუნდს შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაუტანა. ხუანდე რამოსის შეგირდებს ამჯერად გასათანაბრებლად 15 წუთი დასჭირდათ: სანდრო რამირესმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. 71-ე წუთზე კასტელიანომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ასტურიელები ათნი დარჩნენ, რითაც “მედუზებმა” შესანიშნავად ისარგებლეს და 78-ე წუთზე მიკაელ სანტოსმა ულამაზესი თავური დარტყმით, თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა – 3:2

“მალაგამ” 15 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ხიხონი” 9 ქულით მე-18 პოზიციაზე დარჩა.

მალაგა – ხიხონი 3:2 (1:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ვილანუევა (დუდა 77), მ.ტორესი, როსალესი, ხ.კარლოსი, კამაჩო, ფორნალსი, ჩ.კასტრო, ხუანპი (ონტივეროსი 57), ხონი (მ.სანტოსი 35), ს.რამირესი.
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი

ხიხონი (4-4-2): კუელარი, მერე, ამორობიეტა, კასტელიანო, კანელია, ს.ალვარესი (აიტ-ატმანე 41), კასესი, ი.ლოპესი (ლორა 74), მ.გომესი (ვ.როდრიგესი 68), ვიგუერა, ჩოპი.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

გოლები: 0:1 ვიგუერა (13), 1:1 ფორნალსი (45+2), 1:2 ჩოპი (49), 2:2 ს.რამირესი (65), 3:2 მ.სანტოსი (78)
გაფრთხილებები: ჩ.კასტრო, ვილანუევა, მ.სანტოსი, კამაჩო, ფორნალსი – კასტელიანო, ამორობიეტა, ი.ლოპესი, ს.ალვარესი
გაძევება: კასტელიანო (71)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11294