ფეხბურთი

2:29 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

არასტუმართმოყვარე სერია A

იტალიის სერია A-ს კვირა დღის 6 მატჩიდან ხუთში მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. ამასთან, სტუმრებმა ჯამში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს: ეს "სასუოლოს" ფორვარდმა დეფრეიმ მოახერხა, თუმცა მისმა გუნდმა სიმონე ინძაგის გაწვრთნილ "ლაციოსთან" მაინც წააგო.

ერთადერთი ფრე ემპოლიში აღინიშნა, სადაც "რომა"გამუდმებით უტევდა მასპინძლებს, მაგრამ მეკარე სკორუპსკი კარისკენ ასულ ყველა ბურთს იგერიებდა. ლუჩანო სპალეტი ძალიან უკმაყოფილო იყო, ერთი გოლი მაინც უნდა გაგვეტანაო, თუმცა ისიც დაამატა, ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთო. "რომა" მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ შეეძლო, ორი ქულაღა დარჩენოდა ლიდერ "იუვენტუსთან" სხვაობა - ახლა კი ოთხით ჩამორჩება.

"მილანმა" გაჭირვებით, ბონავენტურას ლამაზად შესრულებული დარტყმით აჯობა "პესკარას". მიუხედავად იმისა, რომ მოიგო, მილანელთა თამაშს დამაჯერებელი არ ეთქმოდა. კარლოს ბაკა 84-ე წუთზე შეცვალეს, რაც კოლუმბიელ ფორვარდს არ მოეწონა და მწვრთნელ მონტელას წაებუზღუნა, ხელიც აუქნია. ისე, ბოლო წუთებზე ნეტავ რას აპირებდა ისეთს, რაც 84 წუთის განმავლობაში ვერ მოახერხა...

"ინტერი" კი სეზონის მთავარი იმედგაცრუებაა. ისევ წააგეს... ამჯერად გენუაში "სამპდორიას" ვერ გადაურჩნენ. ფრანკ დე ბური "ინტერში" ნამდვილად ვერ ამართლებს, გუნდი მე-11 ადგილზეა და მაინცდამაინც არც თამაშის ხარისხიდან უჩანს პერსპექტივა.

ატალანტა-ჯენოა 3:0 (2:0)

ატალანტა: ბერიშა, კონკო (ზუკანოვიჩი 35), კალდარა,მასიელო, კონტი, კალიარდინი, ფრიულერი, დრამი (სპინაცოლა 11), კურტიჩი (დალესანდრო 64), გომესი, პეტანია

მწვრთნელი: გასპერინი

ჯენოა: პერინი, მუნიოსი, ბურდისო, ჯანტილეტი (პანდევი 80), ლაქსალტი, ველოზუ (ნინკოვიჩი 61), რინკონი, ლაზოვიჩი, ნჩამი (სიმეონე 46), რიგონი, პავოლეტი

მწვრთნელი: იურიჩი

გოლები: 1:0, 2:0 კურტიჩი (36, 45+1), 3:0 გომესი (84)

გაფრთხილება: მუნიოსი (1), კონტი (6), ლაქსალტი (44)

მსაჯი: ფაბრი

ბურთის ფლობა: 43-57, დარტყმა: 15(9) - 10(2), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-6, ჯარიმა: 12-14

მილანი-პესკარა 1:0 (0:0)

მილანი: დონარუმა, აბატე, გომესი, რომანიოლი, დე შილიო, ლოკატელი, ბონავენტურა, სუსო, სოსა (კუცკა 68), ნიანგი (პაშალიჩი 61), ბაკა (ლუის ადრიანო 84)

მწვრთნელი: მონტელა

პესკარა: ბისარი, სამპანო, ფორნასიერი, აკვილანი (კრისტანტე 55), კსრეცენზი, ბრიუგმანი, მემუშაი, ბენალი, კაპრარი, კოდა (ბირაგი 74), მიტრიცა (მანაი 77)

მწვრთნელი: ოდო

გოლი: 1:0 ბონავენტურა (49)

გაფრთხილება: ბრიუგმანი (37), აბატე (40), მიტრიცა (49)

მსაჯი: დოვერი

ბურთის ფლობა: 51-49, დარტყმა: 18(9) - 14(6), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 6-8, ჯარიმა: 11-14

კროტონე-კიევო 2:0 (1:0)

კროტონე: კორდასი, როსი, კეჩEრინი, ფერარი, მესბა, კაპეზი, როდენი, ტროტა, ფალჩინელი, სტოიანი (ნაილინი 17), ტროტა (სამპრისი 80), ბარბერისი (კრისეტიგი 88)

მწვრთნელი: ნიკოლა

კიევო: სორენტინო, ფრაი, გამბერინი, სპოლი, კაჩიატორე, კასტრო, ჰატემაი, ბირსა, რიგონი (რადოვანოვიჩი 46), ფლორო (პარიგინი 73), ინგლესე (პელისიერი 63)

მწვრთნელი: მარანი

გოლები: 1:0 ტროტა (45+3), 2:0 ფალჩინელი (90+2)

გაფრთხილება: ჰატემაი (45), როსი (60), სპოლი (77)

მსაჯი: პაირეტო

ბურთის ფლობა: 34-66, დარტყმა: 9(7) - 16(3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-5, ჯარიმა: 19-21

ემპოლი-რომა 0:0

ემპოლი: სკორუპსკი, ვესელი, ბელუში, კოსტა, პასკუალი, კროჩე, პუჩიარელი, კრინიჩი (ტელიო 55), დიუსი (ბუჩელი 76), ჯილარდინო (მაკარონე 68)

მწვრთნელი: მარტუშელო

რომა: შჩესნი, რიუდიგერი (ჟუან ჟესუსი 67), ემერსონი (პერესი 53), მანოლასი, ფაციო, დე როსი (პეროტი 83), პარედესი, ნაინგოლანი, ელ-შაარავი, ჯეკო

მწვრთნელი: სპალეტი

გაფრთხილება: ვესელი (11), ბელუში (18), მანოლასი (29), პასკუალი (35), დიუსი (62), დე როსი (68), ჯილარდინო (69), ტელიო (75), სალაჰი (90+3)

მსაჯი: დი ბელო

ბურთის ფლობა: 35-65, დარტყმა: 8 (3) - 23 (5), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 0-4, სეივი: 5-3, ჯარიმა: 18-13

ლაციო-სასუოლო 2:1 (0:0)

ლაციო: მარკეტი, ბასტა, უოლასი, ჰოდტი, რადუ, ლულიჩი, პაროლო, ანდერსონი, კეიტა (ბილია 60), მილინკოვიჩ-სავიჩი (მურჯა 83), იმობილე (დორდევიჩი 86)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

სასუოლო: კონსილი, პელუზო, აჩერბი, ლიროლა, პოლიტანო, პელეგრინი, სენსი, დეფრეი, დელორკო (მატრი 55), ბიონდინი (დანკანი 71), ტერანოვა (რაგუსა 81)

მწვრთნელი: დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ლულიჩი (50), 2:0 იმობილე (54), 2:1 დეფრეი (57)

გაფრთხილება: აჩერბი (33), ანდერსონი (35), ლულიჩი (36)

მსაჯი: კალვარეზე

ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 14(6) - 14(5), კუთხური: 10-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 17-11

სამპდორია-ინტერი 1:0 (1:0)

სამპდორია: პუჯიონი, სალა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჟინი, ლინეტი, ტორეირა, ბარეტო, ფერნანდესი, კვალიარელა (ბუდიმირი 78), მურიელი (ალვარესი 88)

მწვრთნელი: ჯამპაოლო

ინტერი: ჰანდანოვიჩი, ანსალდი, მირანდა, მურილიო, სანტონი, ჟოაო მარიო, ბანეგა, ბროზოვიჩი, კანდრევა (პერიშიჩი 77), ედერი (პალასიო 77), იკარდი

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

გოლი: 1:0 კვალიარელა (44)

გაფრთხილება: ანსალდი (74), მირანდა (76), ჟოაო მარიო (83), სალა (84)

მსაჯი: მაცოლენი

ბურთის ფლობა: 44-56, დარტყმა: 9(3) - 12(2), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-7, სეივი: 2-2, ჯარიმა: 15-14

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179359