ფეხბურთი

1:10 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა დამაჯერებლად იმარჯვეს

პრემიერლიგას მე-10 ტურის შემდეგ კვლავ სამი ლიდერი ჰყავს. მოწინავე ტრიომ თავიანთი მატჩები გუშინ ჩაატარეს და დამაჯერებლად იმარჯვეს.

დღის გახსნითი შეხვედრა “ლაით ოფ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ბოლო ადგილოსანმა “სანდერლენდმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და მორიგი მარცხი განიცადა.

სტუმრები 90 წუთის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი სავსებით ლოგიკურია. “მეთოფეებმა” პირველი ნახევარი ალექსის სანჩესის გოლით მინიმალურად მოიგეს.

65-ე წუთზე ჯერმეინ დეფომ პენალტით გაათანაბრა, თუმცა ოლივიე ჟირუმ მოედანზე გამოსვლიდან ორ წუთში კვლავ წინ გაიყვანა თავის გუნდი, ხოლო კიდევ ორ წუთში დუბლი გაიფორმა. ფრანგ ფორვარდს ალექსის სანჩესი არ ჩამორჩა, აქედან ორ წუთში მანაც დუბლი შეასრულა და 78-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4.

“არსენალის” მსგავსად, ოთხ-ოთხი ბურთი გაიტანეს “მანჩესტერ სიტიმ” და “ლივერპულმა”.

“ქალაქელებმა” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩი” გაანადგურეს და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. შეხვედრის დასაწყისში სერხიო აგუერომ შეასრულა დუბლი, ხოლო მატჩის ბოლოს ილქაი გიუნდოგანმა – 0:4.

ძალიან სახალისო მატჩი გამოვიდა “შელჰარსტ პარკზე”. პირველ ნახევრში “ლივერპული” დიდ უპირატესობას ფლობდა და სამი გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა დაცვაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ამის წყალობით, მაკარტურმა დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმი პირველთან შედარებით გაცილებით პრაგმატული გამოვიდა. მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და 71-ე წუთზე ფირმინომ აქეთ გაუტანა - 2:4.

სამაგიეროდ, გოლის გატანა ვერ შეძლო “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც შინ “ბარნლი” მიიღო და ქულა გაატანა. მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ამის ტაბლოზე ასახვა ვერ მოახერხეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს – 0:0.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა “უაით ჰართ ლეინზე”, სადაც ადგილობრივმა “ტოტენჰემმა” მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი” მიიღო. “დეზებმა” პირველი ნახევარი იანსენის პენალტით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე აჰმედ მუსამ გაათანაბრა და თავის გუნდს მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი საგარეო ქულა მოუპოვა – 1:1.

7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “მიდლსბრომ”, რომელმაც “რივერსაიდ სთედიუმზე” გასტონ რამირესისა და სტიუარტ დაუნინგის გოლებით “ბორნმუთი” დაამარცხა, ხოლო “უოტფორმა” დოუსონის ავტოგოლით “ჰალს” აჯობა.

სანდერლენდი – არსენალი 1:4 (0:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-5-1): პიკფორდი, ოში (დჯილობოდი 42), კონე, ჯონსი, ვან აანჰოლტი, როდუელი, ნდონგი, პიენაარი (იანუზაი 70), ხაზრი, უოტმორი (გუჩი 84), დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, გიბსი, ბელერინი, ელნენი, კოკლენი (მეიტლანდ-ნილსი 89), ჩემბერლენი (რემსი 78), ოზილი, ივობი (ჟირუ 69), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1, 1:4 სანჩესი (19;78), 1:1 დეფო (65 პენ.), 1:2, 1:3 ჟირუ (71; 76)
გაფრთხილებები: ხაზრი, ნდონგი, პიენაარი, დჯილობოდი – ჩეხი, სანჩესი, გიბსი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

მანჩესტერ იუნაიტედი – ბარნლი 0:0

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, როხო, დარმიანი, შოუ, პოგბა, ერერა, მატა (ფელაინი 73), ლინგარდი (რუნი 73), რეშფორდი (დეპაი 82), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, მი, ლოუტონი, იარდი (ფლანაგანი 44), მარნი, ჰენდრიკი, არფილდი, გუდმონდსონი (ბოიდი 85), გრეი (ბარნსი 60), ვოკსი.
მწვრთნელი: დიჩი სინი

გაფრთხილებები: ერერა, პოგბა – ფლანაგანი, მარნი, ჰიტონი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

მიდლსბრო – ბორნმუთი 2:0 (1:0)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი, ბარაგანი, ფორშოუ, კლეიტონი, გ.რამირესი (ლიდბიტერი 63), ა.ტრაორე (ფიშერი 93), დაუნინგი, ნეგრედო (როდესი 86).
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, დანიელსი, სმიტი, არტერი (გოსლინგი 73), სურმენი, აიბი (ფრეისერი 60), კინგი, უილშირი, უილონი (აფობი 60).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0 გ.რამირესი (39), 2:0 დაუნინგი (56)
გაფრთხილებები: გ.რამირესი, ჩემბერსი – სმიტი
მსაჯი: სტიუარტ ატველი

უოტფორდი – ჰალი 1:0 (0:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (3-5-2): გომეში, ქაბული (ჯანმაატი 72), პროდლი (კებასელი 87), ბრიტოსი, კაპუ, პერეირა, ბეჰრამი, ამრაბატი (ზუნიგა 85), ჰოლებასი, დინი, იგალო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

ჰალი (3-5-2): მარშალი, დოუსონი, მაგუირე, კ.დევისი, ჰენრიკსენი (ბოუენი 90), ლივერმორი, მეისონი, კლუკასი, ელმოჰამადი, კინი (მეილერი 78), ა.ერნანდესი.
მწვრთნელი: მაიკლ დელანი

გოლი: დოუსონი (82)
გაფრთხილებები: ბეჰრამი – მეისონი, კლუკასი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ტოტენჰემი – ლესტერი 1:1 (1:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დაიერი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, ვანიამა (ვინკსი 87), დემბელე, სონი, ერიკსენი, ალი (ნ’კუდუ 83), იანსენი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, ფუჩსი, სიმპსონი, კინგი, დრინკვოთერი, მუსა (შლუპი 68), მაჰრეზი (ოლბრაიტონი 72), ოკაზაკი (ულოა 78), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 იანსენი (44 პენ.), 1:1 მუსა (48)
გაფრთხილებები: როუზი, სონი, ვანიამა – მაჰრეზი, მუსა, ვარდი, სიმპსონი
მსაჯი: რობერტ მედლი

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ სიტი 0:4 (0:2)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი, ოლსონი (ლეკო 51), მაკოლი, დოუსონი, ნიომი, ევანსი, დ.ფლეტჩერი (მორისონი 51), ბრანტი, ჩადლი (რობსონ-კანუ 87), მაკკლინი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

მანჩესტერ სიტი (3-5-1-1): ბრავო, ოტამენდი, სტოუნზი, კოლაროვი, ფერნანდიო, ფერნანდო, გიუნდოგანი, ნოლიტო (დე ბრუინი 68), სტერლინგი (ნავასი 77), სილვა (ა.გარსია 83), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1, 0:2 აგუერო (19; 28), 0:3, 0:4 გიუნდოგანი (79; 90)
გაფრთხილებები: დოუსონი, ოლსონი, მორისონი, მაკკლინი – ნოლიტო, კოლაროვი, ფერნანდო
მსაჯი: ლი მეისონი

კრისტალ პალასი – ლივერპული 2:4 (1:3)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): მანდანდა, დანი, ტომკინსი, იარდი, კელი, ლედლი (პანჩონი 74), მაკარტური (კემპბელი 86), ზაჰა, ლი (თაუნსენდი 66), კაბაიე, ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, მატიპი, ლოვრენი, კლაინი, მორენო, ჩანი, ჰენდერსონი, ლალანა (ვეინალდუმი 76), კოუტინიო (ორიჯი 89), მანე (კლავანი 92), ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ჩანი (16), 1:1, 2:2 მაკარტური (18; 33), 1:2 ლოვრენი (21), 2:3 მატიპი (44), 2:4 ფირმინო (71)
გაფრთხილებები: კაბაიე – ჩანი, ფირმინო
მსაჯი: ანდრე მარინერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148127