ფეხბურთი

12:25 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A – “ნაპოლი” ცუდი წარსულის პირისპირ და იგუაინის პირობა

იტალიის სერია A-ს მეთერთმეტე ტურში ერთი ისეთი მატჩია, ყველა დანარჩენს რომ წონის – დღეს, ტურინში, “იუვენტუსი” “ნაპოლის” უმასპინძლებს. ფაქტობრივად, ბოლო წლებში “იუვეს” მთავარ კონკურენტად ყოველთვის ნეაპოლიტანელები მოიაზრებოდნენ და შეიძლება ითქვას ახლაც ასეა. როგორც იტალიელები იტყვიან, “ნაპოლი” ლ’ანტიჯუვე გახლავთ.

ბედიის ირონიაა, მაგრამ მას მერე, რაც “ბებერი ქალბატონი” ახალ არენაზე, “იუვენტუს სთედიუმზე” გადავიდა, “ნაპოლის” იქ კარგი არაფერი მოსვლია: 5 მატჩი, 5 მარცხი. ერთადერთი გატანილი და 12 გაშვებული გოლი. ისიც აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ათი წლის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს არა სერია A-ში, არამედ სერია B-ში ეცილებოდნენ პირველობას.

ბევრის აზრით, აღნიშნული სტატისტიკა დღესაც ვერ გაუმჯობესდება. “ნაპოლის” არცთუ ისე, კარგი პერიოდი უდგას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და სამეულში ადგილი დაიბრუნა. “იუვენტუსმა” კი, “მილანთან” მარცხის მერე, შინ გენუის “სამპდორიას” პრობლემების გარეშე შედგა. ამ მატჩში “იუვეს” კლაუდიო მარკიზიო დიდი ხნის პაუზის მერე დაუბრუნდა. დააყენებს თუ არა, “პრინცს” მასიმილიანო ალეგრი კვლავ სასტარტოში, უცნობია. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” მიმდინარე სეზონში 15-15 გოლი აქვთ გატანილი ღია თამაშიდან, ანუ სტადარტული სიტუაციების გარეშე. ამ მხრივ უკეთესი შედეგი მხოლოდ “რომას” გააჩნია – 16.

ცალკე თემაა გონსალო იგუაინი – მისმა “იუვენტუსში” გადასვლამ ზაფხულში ხომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ “ნაპოლის” ექსცენტრიული ტიფოზები სულ გააგიჟა – არგენტინელს ლანძღავს ყველა ვისაც არ ეზარება: უბრალო ქომაგიდან დაწყებული, აურელიო დე ლაურენტისით დამთავრებული. ამასობაში კი, ალეგრის იმედი აქვს, რომ “პიპიტა” ყოფილ გუნდს გაუტანს, თანაც გოლებს. იგივეს, გვპირდება თავად იგუაინიც. გონსალოს მამამ კი დაგვარწმუნა, თუ ჩემი შვილი გაიტანას, გოლს არ არნიშნავსო – შვება იქნება ნეაპოლელი ტიფოზებისთვის, ვერაფერს იტყვი...

“რომა” თავის მხრივ, კვირას, “ემპოლის” ესტუმრება. “ჯალორისი” მეორე ადგილზეა და ჩინებულ ფორმაშიც იმყოფება. ლუჩანო სპალეტის გუნდმა შესაძლოა ამ ტურის ყველაზე მეტად იხეიროს, რადგან მისი მთავარი კონკურენტები ერთმანეთში თამაშობენ. ბრწყინვალე ფორმაში არიან ედინ ჯეკო და მოჰამედ სალაჰი – ერთი მოედანზე უგოლოდ არ ტოვებს, მეორე საგოლე პასის გარეშე. “ემპოლიზე” კი რა გვეთქმის? – საშინელ სეზონს ატარებს და დროზე თუ არ მოვიდა გონს, გავარდება. ამასობაში კი, რატომღაც გუნდის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ ჯოვანი მარტუსკიელოს ენდობა. ვნახოთ როდემდე გასტანს აღნიშნული ნდობა...

სამეულთან მოტრიალე “მილანი” შინ 3 ქულის მოპოვებას უნდა გეგმავდეს, რადგან “პესკარას” ხვდება და წესით “თევზებთან” უპრობლემოდ უნდა მოიგოს. მასიმო ოდოს გუნდი სუსტად გამოიყურება, ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა კი, “იუვეს” ძლევის მერე, “ჯენოასთან” მწარე ალიყური მიიღეს და წესით მიწაზე უნდა დაშვებულიყვნენ.

მეორე მილანური გუნდი “ინტერი” გენუაში ჩავა და “სამპდორიას” ესტუმრება – ფრანკ დე ბურმა სამი დღის წინ პოსტი კი შეინარჩუნა, მაგრამ მშვიდად წესით არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელი აცხადებს, რომ დარწმუნებულია თავის გუნდში და პოსტის დაკარგვის არასდროს შეშინებია. ფაქტია, “ინტერი”, რომელსაც სეზონის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა, სატურნირო ცხრილის შუაშია და თუ იგებს, ისიც გაჭირვებით და მაურო იკარდის ხარჯზე.

საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს “ლაციოსა” და “სასუოლოს” დაპირისპირებაც – ორივე ფეერიული ფეხბურთის მიმდევარია. “ლაციო” საერთოდ სამეულთან ერთ ნაბიჯშია და რატომაც არა, სიმონე ინძაგის ბიჭებს ამბიცია უნდა ჰქონდეთ უფრო წინ წაწევის.

“ბოლონია” – “ფიორენტინა”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

29 ოქტომბერი, 20:00 საათი

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; კრაფტი, გასტალდელო, ჰელანდერი, მაზინა; ტაიდერი, ნადი, დზემაილი; ვერდი, სადიქი, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, სანჩესი, ბადელი, მილიკი; ბორხა ვალერო, ილიჩიჩი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: პაოლო ვალერი

“იუვენტუსი” – “ნაპოლი”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

29 ოქტომბერი, 22:45 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, ხედირა, ერნანესი, პიანიჩი, ალექს სანდრო; მანჯუკიჩი, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ატალანტა” – “ჯენოა”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

30 ოქტომბერი, 15:30 საათი

“ატალანტა” (3-4-3): ბერიშა; კონკო, კალდარა, მაზიელო; კონტი, კესიე, ფროილერი, დრამე; კურტიჩი, პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ლაზოვიჩი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი, პავოლეტი, ნინკოვიჩი

მწვრთნელი: ივან იურიჩი

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“კროტონე” – “კიევო”

კროტონე, “ეციო სკიდა”

30 ოქტომბერი, 18:00 საათი

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, კლეიტონი, ფერარი, მარტელა; კაპეცი, კრესეტიჯი, სალცანო; ტონევი, ფალჩინელი, პალადინო

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; ფლორო ფლორესი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: ლუიჯი პაირეტო

“ემპოლი” – “რომა”

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

30 ოქტომბერი, 18:00 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; ტელო, მაური, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო, ემერსონი; დე როსი, პარედესი; სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ლაციო” – “სასუოლო”

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

30 ოქტომბერი, 18:00 საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, უოლასი, ჰუდტი, რადუ; მილინკოვიჩ-სავიჩი, პაროლო, ლულიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, აჩერბი, პელუზო, გაცოლა; ბიონდინი, სენსი, პელეგრინი; პოლიტანო, მატრი, დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

“მილანი” – “პესკარა”

მილანი, “სან სირო”

30 ოქტომბერი, 18:00 საათი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, გომესი, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო, ბაკა, ნიანგი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძამპანო, კოდა, ფორნასიერი, ბირაგი; მემუშაი, ბრუგმანი, აკვილანი; ბენალი, კაპრარი; მანაი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

მსაჯი: დანიელე დოვერი

“სამპდორია” – “ინტერი”

გენუა, “ლუიჯი ფერარისი”

30 ოქტომბერი, 23:45 საათი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ლინეტი, ტორეირა; ალვარესი; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ანსალდი, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ბროჟოვიჩი, ჟოაო მარიო, ბანეგა; კანდრევა, იკარდი, ედერი

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“უდინეზე” – “ტორინო”

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

31 ოქტომბერი, 22:00 საათი

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, კუმსი, ჰალფრედსონი; დე პაული, ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“კალიარი” – “პალერმო”

კალიარი, “სანტ ელია”

31 ოქტომბერი, 23:59 საათი

“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; პისაჩანე, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, კაპუანო; ისლა, ტაკჩიდისი, პადოინი; დი ჯენარო; ბორიელო, საუ

მწვრთნელი: მარკო რასტელი

“პალერმო” (4-2-3-1): პოსავეცი; რისპოლი, გოლდანიგა, ჩიონეკი, პეცელა; ჰილიერმაკი, გაცი; ქუაისონი, დიამანტი, ალეეზამი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113325