ფეხბურთი

2:15 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტოს გზაზე: "იუვე" და "რომა" (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის ზედა ნაწლიში მეათე ტურის მერე, ერთი ცვლილებაა – “მილანმა” და “ნაპოლიმ” ადგილები გაცვალეს – ახლა, მესამე პოზიციაზე ნეაპოლიტანელები არიან, ლომბარდიელები – მეოთხეზე.

ერთპიროვნულმა ლიდერმა ტურინის “იუვენტუსმა” კი, მილანში მარცხის მერე გენუის “სამპდორიასთან” გამოიკეთა ხაისიათი. სანამ თამაშზე ვიტყოდეთ, აღვნიშნოთ, რომ “ბებერ სინიორას” ზუსტად 192 დღიანი პაუზის შემდგომ კლაუდიო მარკიზიო დაუბრუნდა, ვინც მოედანზე 72 წუთი გაატარა. მისმა თანაგუნდელებმა კი, ადვილად მოიგეს – “იუვემ” მეტოქეს გამარჯობის თქმაც არ აცადა, უკვე სოლიდური სხვაობით რომ უგებდა. მარიო მანჯუკიჩმა და ჯორჯო კიელინიმ მე-9 წუთისთვის ორი ზუსტი თავურით თამაშის ბედი სტარტზევე გადაწყვიტეს.

მერე, მასპინძლებს თავი არ მოუკლავთ და 59-ე წუთზე გამოსაფხიზლებლად გოლიც გაუშვეს. ჰოდა, გამოფხიზლდნენ კიდეც, დარჩენილ დროში მირალემ პიანიჩმა და კიელინიმ კიდეც ორი ბურთი შეაგდეს. ნუ, კიელინის დუბლი ცალკე აღნიშნვის ღირსია რა თქმა უნდა.

ედინ ჯეკოს მორიგი დიდიებული თამაში და “რომამ” რეჯიო ემილიაში კერკეტ კაკალ “სასუოლოს” მოუგო – 3:1. არადა, ვეტერანი პაოლო კანავაროს გოლით მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ, თუმცა მერე “ჯალოროსი” დიდ უპირატესობას დაეუფლა და დამსახურებულადაც იმარჯვა. ჯეკომ დუბლი გაიფორმა და უკვე ათი გოლი დაუგროვდა. ბომბარდირთა დავას მაურო იკარდისთან ერთად ლიდერობს. სხვათა შორის, ბოსნიელმა მიჯრით მეოთხე მატჩში გამოიჩინა თავი და ბოლოს ასეთი რამ ედინს “სიტიში” თამაშის დროს, 2011 წელს მოეხერხებინა.

უდიდეს უპირატესობას ფლობდა “ნაპოლი” “ემპოლისთან” საშინაო მატჩში და რომ არა ტოსკანელთა მეკარე სკორუპსკი დიდი ანგარიშით უეჭველად მოიგებდა. მაგრამ, 2:0 მოუწია დაჯერება. როგორც იქნა, “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ ლევან მჭედლიძე, რომელმაც 67 წუთი ითამაშა – ცდილობდა ეაქტიურა, მაგრამ ძნელია, როცა მთელი გუნდი დაცვაში ზის, ფორვარდს რამე მოსთხოვო. აღსანიშნავია, რომ ტოსკანელებმა მიჯრით მეშვიდე უგოლო მატჩი ჩაატარეს და კლუბის ისტორიაში ანტირეკორდიც დაამყარეს.

მაურო იკარდის კი ბევრს აგინებენ “ინტერის” ტიფოზები, მაგრამ ფაქტია, რომ არგენტინელი “ნერაძურის” უპირობო ლიდერია – მაურიტომ დღეს “ტორინოსთან” დუბლი გაიფორმა და პირადად მოაგებინა ფრანკ დე ბურის გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი “ტორინოსთან” – “ინტერნაციონალემ” გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანა. იკარდის ჯეკოს მსგავსად 10 გოლი დაუგროვდა ბომბარდირთა დავაში.

იქვეა, ჩირო იმმობილე, ვისაც რომის “ლაციოში” მეორე სუნთქვა გაეხსნა – იტალიის ნაკრების ფორვარდმა “კალიარის” კარი ორჯერ აიღო და საკუთარ გუნდს 4:1 მოაგებინა სარდინიელებთან. “ლაციო” მეხუთე ადგილამდე აღზევდა და სამეულიც ერთ ნაბიჯშია.

“კიევო” – “ბოლონია” 1:1 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 13 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, სპოლი, დაინელი, გობი; იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; დე გუზმანი (ბირსა 61); ინგლეზე (პელისიერი 80), მეჯორინი (ფლორო ფლორესი 80)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; ტოროსიდისი (მბიაიე 64), გასტალდელო, მაიეტა (ჰელანდერი 73), მაზინა; დზემაილი, ნადი, პულგარი; მუნირი (სადიქი 46), ვერდი, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 პულგარი (52), 1:1 მბიაიე (70, ა.გ)

გაფრთხილება: ნადი (67), ჰელანდერი (83), ვერდი (85), სადიქი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“ფიორენტინა” – “კროტონე” 1:1 (0:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28 000

“ფიორენტინა” (4-3-2-1): ტატარუშანუ; ოლივერა (კალინიჩი 46), როდრიგესი, ასტორი, სალსედო; ბადელი, ვესინო, ტელო; ბერნარდესკი (კიეზა 79), ილიჩიჩი, ბაბაკარი (ზარატე 86)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“კროტონე” (3-4-3): კორდაზი; ფერარი, კაპეცი, ჩეკერინი; როზი, ბარბერისი, როდენი, მესბა; სტოიანი (პალადინო 72), ფალჩინელი (დოს სანტოსი 82), ტროტა (ნვანკვო 88)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 0:1 ფალჩინელი (24), 1:1 ასტორი (85)

გაფრთხილება: სალსედო (88) - სტოიანი (50), ჩეკერინი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (14) – 4 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 14:1 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ინტერი” – “ტორინო” 2:1 (1:0) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 44 000

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ანსალდი, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ბროჟოვიჩი, ჟოაო მარიო, ბანეგა; კანდრევა, იკარდი, ედერი (პალასიო 75)

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, ბარეკა; აკქუა (ბენასი 59), ვალდიფიორი, ობი (ბაზელი 76); იაგო ფალკე (მაქსი ლოპესი 46), ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 იკარდი (35), 1:1 ბელოტი (63), 2:1 იკარდი (88)

გაფრთხილება: ვალდიფიორი (29), მაქსი ლოპესი (81), ბენასი (90), ბელოტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 4 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:10 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დავიდე მასა

“იუვენტუსი” – “სამპდორია” 4:1 (2:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ნეტო; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო (ლემინა 72), პიანიჩი (ასამოა 82), ევრა (ალექს სანდრო 40); მანჯუკიჩი, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სკრინიარი, სილვესტრე, რეჯინი; ბარეტო (ჯურიჩიჩი 74), ჩიგარინი, ბუდიმირი (კვალიარელა 61); ალვარესი, შიკი (მურიელი 61), პრაეტი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (4), 2:0 კიელინი (9), 2:1 შიკი (57), 3:1 პიანიჩი (65), 4:1 კიელინი (87)

გაფრთხილება: სილვესტრე (42), ბარეტო (62), ჩიგარინი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 7 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: კარმინე რუსო

“ლაციო” – “კალიარი” 4:1 (3:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 19 000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, უოლასი, ჰუდტი, რადუ; პაროლო (მურჯია 67), კატალდი, ლულიჩი (ლეიტნერი 82); ფელიპე ანდერსონი, იმმობილე (ლომბარდი 73), კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“კალიარი” (4-3-3): სტორარი; ბიტანტე, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, მურუ (კაპუანო 68); ისლა (დესენა 55), ტაკჩიდისი, პადოინი; ბარელა, ბორიელო (ჯანეტი 75), მელკიორი

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 კეიტა (6), 2:0 იმმობილე (23, პენ), 3:0 იმმობილე (28), 4:0 ფელიპე ანდერსონი (79), 4:1 უოლასი (87, ა.გ)

გაფრთხილება: უოლასი (30), კეიტა (42) – ჩეპიტელი (22), ტაკჩიდისი (42), დესენა (80)

გამოუყენებელი პენალტი: ბორიელო (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (11) – 12 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ნაპოლი” – “ემპოლი” 2:0 (0:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 38 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო (ჰიუსია 77), ჩირიკეში, კულიბალი, გულამი; ალანი (ჰამშიკი 71), ჟორჟინიო (დიავარა 72), ზიელინსკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, დიმარკო; კრუნიჩი (ტელო 55), დიუსე, ბუჩელი (კროჩე 70); საპონარა; მჭედლიძე (მაკარონე 67), პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

გოლები: 1:0 მერტენსი (51), 2:0 ჩირიკეში (81)

გაფრთხილება: მერტენსი (53) - ბელუსკი (38), ტელო (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (12) – 6 (3) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 11:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“პესკარა” – “ატალანტა” 0:1 (0:0)

პესკატა, “ადრიატიკო”

მაყურებელი: 15 000

“პესკარა” (4-3-3): ბიძარი; ძამპანო, კამპანიარო, ფორნასიერი, ბირაგი (მიტრიტა 77); კრეშენცი, ბრუგმანი (პეპე 65), აკვილანი; მემუშაი (კრისტანტე 58), კაპრარი, მანაი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“ატალანტა” (3-4-3): ბერიშა; კონკო, კალდარა, ძუკანოვიჩი; კონტი (მაზიელო 77), კესიე (გალიარდინი 83), ფროილერი, დრამე; კურტიჩი, პალოსკი, გომესი (დ’ალესანდრო 54)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლი: 0:1 კალდარა (60)

გაფრთხილება: ბრუგმანი (41), კამპანიარო (69), ბირაგი (75) – კონტი (19), კონკო (27), გალიარდინი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 1 (0) – 8 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მარკო გუიდა

“სასუოლო” – “რომა” 1:3 (1:0) VIDEO

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა (ლიროლა 73), კანავარო, აჩერბი; პელუზო; მაციტელი, პელეგრინი, აჯეიპონგი (რიჩი 79); პოლიტანო, მატრი (ბიონდინი 63), დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი (ტოტი 85), მანოლასი, ფაციო, ემერსონი; დე როსი, სტროტმანი (პარედესი 70); სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი (რუდიგერი 79); ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 1:0 კანავარო (13), 1:1 ჯეკო (57), 1:2 ჯეკო (76), 1:3 ნაინგოლანი (78)

გაფრთხილება: მაციტელი (30), პელეგრინი (72), ლიროლა (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 15 (10) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:11 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ანტონიო დამატო

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) - 10 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 8, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 7, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 6, კარლოს ბაკა (“მილანი”) – 6, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 6.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.382664