ფეხბურთი

20:48 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “გუნდში კაცები მჭირდება და არა ბავშვები”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის ლიგის თასზე თანაქალაქელ “სიტისთან” დაპირისპირების წინ, კლუბის ტელევიაზიას ესაუბრა. როგორც პორტუგალიელმა ინტერვიუში თქვა, მას გუნდში ნამდვილი კაცები სჭირდება და არა ბავშვები.

“მინდა, რომ გუნდში კაცები მყავდეს და არა ბავშვები. მე ვთხოვე ჩემს ფეხბურთელებს, რომ ბევრი იშრომონ და დაუმტკიცონ ყველას, რაც შეუძლიათ. პრემიერლიგაში ბევრი ქულა დავკარგეთ. ისეთ მატჩებშიც კი, რომელშიც რეალურად კარგად ვითამაშეთ – მაგალითად, “სტოკთან”.

მომდევნო თამაშებს “ბარნლისთან”, “სუონსისთან”, “ვესტ ჰემთან”, “სანდერლენდთან” და “მიდლსბროსთან” ჩავატარებთ – ყველა უნდა მოვიგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გუნდები არიან და შესაბამისად, მოგება ადვილი არ იქნება”, - აღნიშნა ჟოზემ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ “მანჩესტერში” დაძაბული ურთიერთობის შესახებ. პრემიერლიგის ბოლო ტურში კი, “წითელმა ეშმაკებმა” ლონდონში, “ჩელსისთან” 0:4 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108214