ჭადრაკი

20:24 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი საჭადრაკო კონფერენციას მასპინძლობს

დღეს ბათუმში ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ,,ჭადრაკის როლი საგანმანათლებო სკოლებში’’პროგრამის მიერ ჩატარებულ სამუშაოს ეძღვნება. ღონისძიებას ,,ინტურისტი’’ მასპინძლობს, რომელიც ხვალ დასრულდება.

ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფიკო ნიკოლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენციას წინ უძღოდა 2016 წლის 24 თებერვალს, ევროპის საჭადრაკო კავშირის ინიციატივით ბრიუსელში (ბელგია) გამართული ევროპარლამენტის საგანმანათლებო კომისიის სხდომა, 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის ,,ჭადრაკის როლი საგანმანათლებო სკოლებში’’ მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

კონფერენციის მთავარი თემაა ზოგადსაგანმანათლებო სკოლებში ჭადრაკის განვითარების მიმდინარეობა, მიღწევები და მისი პოპულარიზაციისთვის შემდგომი სამოქმედო გეგმა. კონფერენციაში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

0.114158