ჩოგბურთი

18:50 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კერბერმა ჰალეპი იოლად დაამარცხა

წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერმა რუმინელი სიმონა ჰალეპი იოლად 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. კერბერი ძალიან აკურატულად თამაშობდა და მხოლოდ 16 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ხოლო ჰალეპს 35. ანგელიკამ ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი შეასრულა, ხოლო სიმონამ ექვსი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი.

ამ გამარჯვებით კერბერმა ნახევარფინალში გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა. სიმონას კი ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს და მისთვის ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112774