ფეხბურთი

17:15 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყენია კიდევ სამ-ოთხ კვირას იუქმებს

ლევან ყენიას ბარძაყის მყესი კვლავ აწუხებს და გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად ვერ მიდის. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, კიდევ სამი-ოთხი კვირა პაუზა დასჭირდება და შემდეგ დაიწყებს ვარჯიშს.

ყენიას სექტემბერსა და ოქტომბერში საერთოდ არ უთამაშია: ტრავმის გამო მიმდინარე შესარჩევი ციკლის სამი სანაკრებო მატჩი გაუცდა. მან ნაკრებში ბოლოს მაისში, სლოვაკეთთან ითამაშა (1:3) და მშვენიერი გოლი გაიტანა.

ლევანმა პრაღის "სლავიაში" ჩეხეთის ჩემპიონატის მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, მანამდე კი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და პლეი-ოფში თამაშობდა.

26 წლის ფეხბურთელს ხშირად აწუხებს ტრავმა და ეს დაწყებული 2009 წლიდან, რის შემდეგაც თითქმის სამი წელი გაუცდა. მართალია, ამჯერად ისეთი საშიში დაზიანება არაა, მაგრამ საკმაო დრო კი უცდება ლევანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112977