ფეხბურთი

16:18 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერული ამბები: "0:4-ის შემდეგ სიცილი და მაისურების გაცვლა ულამაზოა"

ლეგენდარულმა უელსელმა რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ის ფეხბურთელები გააკრიტიკა, რომლებიც "ჩელსისთან" 0:4 წაგების შემდეგ მინდორზე იცინოდნენ და მაისურს უცვლიდნენ მეტოქის მოთამაშეებს.

გიგზმა, თუ გნებავთ, ძველმოდური გეგონოთ, მაგრამ ასეთ რამეს ვერ ვიტანო. ამხელა სხვაობით წააგე? მიულოცე მეტოქეს, მადლობა გადაუხადე ფანებს და წადი. არაა საჭირო, შენს გამანადგურებელთან ერთად დადგე და იცინოდეო...

ისე, "მანჩესტერ იუნაიტედში" სხვა მხრივ დაიძაბა ვითარება. ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ჟოზე მოურინიუ თავად არ წარმართავს ვარჯიშებს - ან მოედნის კიდიდან უყურებს, ან სულაც კაბინეტში ზის. სავარჯიშო პროცესს მეორე მწვრთნელი რუი ფარია უძღვება.

ამასობაში ჩავიმ გააკრიტიკა "განსაკუთრებული". "ბარსელონას" ექს-ვარსკვლავმა განაცხადა, როცა მოურინიუს საქმე კარგად არ მისდის, იმის ნაცვლად რომ ფეხბურთზე იფიქროს, არასაფეხბურთო ამბებზე სპეკულირებს და ომს იწყებსო. ჩავიმ მაგალითად მოიყვანა ის სამწლიანი პერიოდი, როცა პორტუგალიელი "რეალში" მუშაობდა. იმ დროს კი "ბარსასა" და "რეალის" ფეხბურთელებს შორის ხშირად იყო კონფლიქტები და ხელით შეხებაც კი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134958