კალათბურთი

12:40 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოთა შორის

ბექა ბურჯანაძეს გასულ ტურში გამოჩენილი შედეგიანობა დაუფასდა და ის ტურის საუკეთესო 10-ეულში მოხვდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში მისმა „ანდორამ“ ლიდერი „ბილბაო“ დაამარცხა, რაშიც სოლიდური წილი ქართველებმა, გიორგი შერმადინმა და განსაკუთრებით ბექა ბურჯანაძემ დაიდეს. ბურჯანაძე პორტალ EUROBASKET.COM-ის ვერიით ტურის საუკეთესოთა შორის მოხვდა.

ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:14 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ის კლუბს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი გიორგი შერმადინი ირიცხება, მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა, გუნდს მოკლე ხანში შეეწყო.

ბურჯანაძემ „ანდორას" მიერ ჩატარებულ ოთხივე (პირველ ტურში ანდორელებმა დაისვენეს) მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთია: 16.5 წუთი, 13.0 ქულა, 3.0 მოხსნა, 1.0 პასი, 1.5 ჩაჭრა.
Eurobasket.com-ის ვერსიით, მე-5 ტურის საუკეთესო კალთბურთელთა შორის, ქართველი ფორვარდი მე-10 ადგილზეა, პირველი ადგილი კი “ბასკონიაში” თორნიკე შენგელიას გერმანელ თანაგუნდელ იოჰანეს ვოიგტმანს ერგო. 24 წლის გერმანელმა ცენტრმა ბადალონაში “ხუვენტუტთან” მოგებულ (90:83) შეხვედრაში 14 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თავად შენგელიას აქტივში 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101159