თამაშგარე

11:20 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის მუნდიალის თილისმა სუზი კორტესი იქნება

პატარძლის მიერ, ზურგსუკან თაიგულის გადმოგდებისა არ იყოს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, მუნდიალის თილისმის ვაკანტური ადგილისათვის კონკურსი ცხადდება, ვისაც კი არ ეზარება, ყველა ასული მარაქაში ერევა და მიდის ერთი ჯგლეთა, გაწევ-გამოწევა, ხვნეშა და ოფლისდენა.

რუსეთში გასამართი 2018 წლის მუნდილის თილისმის შერჩევაც არ იყო ადვილი, მაგრამ შხვართთა შორის უშხვართესი მაინც შეირჩა და ეს სიამე წილად, “მუს ბუმ ბუმად” სახელდებულ ბრაზილიელ ლამაზმანს, სუზი კორტესს ხვდა, რომელიც ჯერ კონფედერაციის თასს გაამშვენიერებს 2017 წელს და შემდეგ წელს მუნდიალზეც ააელვარებს კამერების შუქზე რაც კი გააჩნია და რაც არ გააჩნია.

რუსეთის სპორტის მინისტრი, ვიტალი მუტკო იძახის, კი ვიცი ამ გადაწვეტილებით ბევრ რუს ლამაზმანს რომ დავწყვიტეთ გულიო, მაგრამ სუზი კორტესი ისეთი ვინმეა, სხეულის ყველა ნაწილით შეუძლია მიწიდან ნაკვერჩხლის აღება და თუ მოინდომა, ყველაზე უინტერესო საფეხბურთო მატჩებსაც კი საინტერესოს გახდისო. ჩვენც მეტი რა გვინდა?!

0.140912