ჩოგბურთი

0:10 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტომაშ ბერდიხს მოუგო

ვენაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის, erste bank open-ის ძირითადი ბადის პირველი მატჩი წარმატებით ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მეათე ჩოგანს, აღნიშნულ ტურნირზე კი მე-2 ნომრად განთესილ ჩეხ ტომაშ ბერდიხს სამ სეტში აჯობა – 6:4, 6:7, 7:5.

ქართველს გამარჯვების მოპოვება მანამდეც შეეძლო, მაგრამ რამდენიმე შეცდომის გამო მესამე სეტის თამაში მოუწია, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა და ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპრდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილს იკავებს.

0.111968