კალათბურთი

16:50 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაბიძის 16 ქულა 18 წუთში და 41-ქულიანი გამარჯვება "ტირანასთან"

მაკედონიურ „ფენი ინდუსტრიში“ მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა გიორგი შარაბიძემ. ქალაქ კავადარცის გუნდმა ბალკანეთის ლიგის მატჩში ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლა და 41 ქულით - 98:57 გაანადგურა.

შარაბიძეს 18 წუთი დასჭირდა, თავისი გუნდის ბომბარდირი რომ გამხდარიყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად გიორგიმ 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ბალკანეთის ლიგის პირველ ტურში „ფენი ინდუსტრიმ“ კოსოვოში, ადგილობრივ „პეჯასთან“ 73:82 წააგო. იმ მატჩში შარაბიძემ 22 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბალკანეთის ლიგა შედარებით სუსტი ქვეყნების კლუბების ტურნირია, რომელშიც მაკედონიურ, ალბანურ და კოსოვოურ გუნდებთან ერტად 1 ბულგარული „ბეროეც“ ასპარეზობს.

მაკედონიის ჩემპიონატი 22 ოქტომბერს იწყება. შარაბიძის გუნდი პირველ ტურში სტუმრად „კოზუვთან“ ითამაშებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121567