ფეხბურთი

2:41 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - მესიმ და კომპანიამ პეპს "კამპ ნოუზე" კუდით ქვა ასროლინეს... (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მესამე ტურიც ისტორიის კუთვნილება გახდა. პეპ გვარდიოლას “კამპ ნოუზე” დაბრუნება ისევ წარუმატებელი გამოდგა – “ბარსელონამ” ტრადიცია არ დაარღვია ინგლისური გუნდების წინააღმდეგ. მადრიდის “ატლეტიკო” წარმატებულ სვლას განაგრძობს, ხოლო ლონდონის “არსენალმა” დაამტკიცა, რომ პრემიერლიგას შემთხვევით არ ლიდერობს...

A ჯგუფი

ლონდონის “არსენალი” რომ გადასარევ ფორმაში იყო ვიცოდით და “ლუდოგორეცთან” შეხვედრამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. არსენ ვენგერის ბიჭებს ბულგარეთის ჩემპიონთან არ გასჭირვებიათ. საოცარი იყო მესუთ იოზილი, ვინც სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და საგოლე პასიც შეასრულა. სხვათა შორის, გერმანელი “არსენალის” მეხუთე ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა (ტიერი ანრის, ნიკლას ბენტნერის, ოლივიე ჟირუსა და დანი ველბეკის შემდეგ).

იოზილის გარდა ოქსლეიდ-ჩემბერლენმაც გაიტანა. სხვათა შორის, საგოლე გადაცემით ისიც გამოირჩა და მის კარიერაში პირველად მოხდა, რომ ერთ მატჩში გოლი+ასისტი შეასრულა ლიგაზე. აბა ისე როგორ იქნებოდა, ტეო უოლკოტსაც არ აეღო მეტოქის კარი – ინგლისელმა შემტევმა “ემირეითსზე” ბოლო 4 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. ანგარიში კი, ალექსის სანჩესმა ულამაზესი დარტყმით გახსნა. აქვე გეტყვით, რომ არსენ ვენგერმა ევროტურნირებზე “არსენალს” მეასე თამაში მოაგებინა. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაში გოლები ორმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გაიტანა, ასეთი რამ კი 16 წელია არ მომხდარა. ბოლოს “მეთოფეთა” რიგებში ლიგაზე ერთ თამაშში ორმა ინგლისელმა თავის გამოჩენა 2000 წლის ოქტომბერში მოახერხეს (პარლოუმ და დიქსონმა).

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში მასპინძელი გუნდის უპირატესობა სტუმარზე დიდი იყო – არადა, რეალურად შვეიცარიულ “ბაზელს” ფრანგულ პსჟ-სთან ცუდად არ უთამაშია და ბურთი ძელს სამჯერ მოარტყა, მაგრამ რად გინდა – ფრანგებმა კლასის ხარჯზე მაინც იმარჯვეს. ედინსონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით სამ თამაშში გატანა პირველად მოახერხა, ანხელ დი მარიამ კი, ლიგაზე გოლი ერთწლიანი პაუზის მერე შეაგდო. სხვათა შორის, უნაი ემერიმ თამაშის საშუალება ჰატემ ბენ არფას მისცა, რომელსაც ბოლოს ჩემპიონთა ლიგაში 2009 წელს, “მარსელისა” და “მილანის” შეხვედრაში ეთამაშა.

ჯგუფს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს “არსენალისა” და “პარი სენ ჟერმენის” სახით. წესით მათ შორის უნდა გათამაშდეს პირველი ადგილი, ხოლო “ბაზელმა” და “ლუდოგორეცმა” ღირსების დასაცავად და ევროპა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლონ.

“არსენალი” – “ლუდოგორეცი” 6:0 (2:0) VIDEO

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

მაყურებელი: 59 944

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, გიბსი; კოკელნი, კასორლა (ელნენი 57); უოლკოტი (პერესი 62), იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი; სანჩესი (აივობი 73)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ლუდოგორეცი” (4-2-3-1): სტოიანოვი; მინევი, მოცი, პალომინო, ნათანაელი; აბელი, დიაკოვი; ვანდერსონი (ლუკოკი 80), მარსელინიო, მისიდიანი (კეშერუ 69); კაფუ

მწვრთნელი: გეორგი დერმენდჟიევი

გოლები: 1:0 სანჩესი (12), 2:0 უოლკოტი (42), 3:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46), 4:0 იოზილი (56), 5:0 იოზილი (83), 6:0 იოზილი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (12) – 10 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

პსჟ – “ბაზელი” 3:0 (1:0) VIDEO

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მაყურებელი: 46 448

პსჟ (4-3-3): არეოლა; ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; რაბიო, ვერატი, მატუიდი (კრიხოვიაკი 83); ლუკასი (ბენ არფა 81), კავანი, დი მარია (ხესე 86)

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ბაზელი” (4-2-3-1): ვაცლიკი; ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე; ჯაკა, სერეი დიე (იანკო 78); ბიარნსონი, დელგადო (ზუფი 70), სტეფენი; დუმბია (სპორარი 61)

მწვრთნელი: ურს ფიშერი

გოლები: 1:0 დი მარია (40), 2:0 ლუკასი (62), კავანი (90, პენ)

გაფრთხილება: რაბიო (64) – სტეფენი (66), ლანგი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 10 (1) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

B ჯგუფი

იტალიურ “ნაპოლის” შინ “ბეშიქთაშისთვის” რომ მოეგო, პლეი-ოფის საგზურს ფაქტობრივად გაინაღდებდა, მაგრამ წააგო. არადა, ნეაპოლიტანელები თურქებთან კოლოსარულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შეტევაში არაზუსტად ბევრჯერ იმოქმედეს. ისევე როგორც დაცვაში – სხვათა შორის, შენოლ გიუნეშის გუნდმა კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე შედეგიანად. აღსანიშნავია, რომ “ბეშიქთაშმა” სალიგო მატჩი 2009 წლის მერე პირველად მოიგო. თავის მხრივ, “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე ისტორიაში პირველად წააგო.

როგორც ჩანს, შარშანდელ შედეგს ვერ გაიმეორებს კიევის “დინამო” და მერვედფინალს მიღმა დარჩება – უკრაინის ჩემპიონმა დღეს ლისაბონის “ბენფიკასთან” უშანსოდ წააგო და ფაქტობრივად განწირულია.

სატურნირო ცხრილში სიტუაცია ძალიან დაიძაბა: “ნაპოლი” მარცხის მიუხედავად ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა “ბეშიქთაში” და “ბენფიკა” კუდზე აზიან და დარჩენლ მატჩებში ყურადღებით თამაში მართებს.

“ნაპოლი” – “ბეშიქთაში” 2:3 (1:2) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 40 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, კირიკეში, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი (ალანი 82), ჟორჟინიო (დიავარა 70), ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (გაბიადინი 65)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ერკინი; უსალი (ტალისკა 90), ჰატჩინსონი; კვარეჟმა, არსლანი (თოსუნი 75), ადრიანო (ინლერი 70); აბუბაკარი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

გოლები: 0:1 ადრიანო (13), 1:1 მერტენსი (30), 1:2 აბუბაკარი (38), 2:2 გაბიადინი (69, პენ), 2:3 აბუბაკარი (86)

გაფრთხილება: მაჯო (53) – ადრიანო (53), ერკინი (68), აბუბაკარი (88)

გამოუყენებელი პენალტი: ინსინიე (50, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 8 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 17:1 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

“დინამო” (კიევი) – “ბენფიკა” 0:2 (0:1) VIDEO

კიევი, “ოლიმპიისკი”

მაყურებელი: 25 991

“დინამო” (4-5-1): რუდკო; დანილო, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში; იარმოლენკო, სიდორჩუკი (გლადკი 80), კორზუნი, ფედორჩუკი (ბუიალსკი 56), გონსალესი (ციგანკოვი 71), მორაეში

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, გრიმალდო; სალვიო, პიცი, ფეისა, ჩერვი (ცელისი 83); გუედეში (ელიზეუ 90), მიტროღლუ (ხიმენესი 71)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 0:1 სალვიო (9, პენ), 0:2 ჩერვი (55)

გაფრთხილება: კორზუნი (34) – მიტროღლუ (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 12 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)

C ჯგუფი

“კამპ ნოუზე” პეპ გვარდიოლა დაბრუნდა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული – მანჩესტერში თავდახრილს მოუწია გამგზავრება. “ბარსელონამ” “სიტისთან” ტრადიცია არ დაარღვია და ადვილად მოუგო. მეტიც, ამჯერზე გაანადგურა. არადა, პირველი ტაიმი ამის მომასწავებელი არ იყო – ინგლისელები კი აგებდნენ, მაგრამ მინიმალურად და თან უკეთესადაც თამაშობდნენ... თუმცა, მერე კლაუდიო ბრავო გააძევეს და “ბლაუგრანამაც” გაილაღა. ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს მეორე ჰეთ-თრიქია ამ ლიგაზე მეორე მატჩში. ჯამში კი, შვიდჯერ აქვს იგივე რამ ლიგაზე გაკეთებული და ფეხბურთელებში ხომ ვერავინ და გუნდებში მხოლოდ “რეალი” სჯაბნის 9 ჰეთ-თრიქით... მეოთხე გოლი ნეიმარმა გაიტანა ჩვეულ სტილში, ლამაზად. სხვათა შორის, მანამდე ბრაზილიელმა პენალტი ვერ გაიტანა, არადა მესიც მოედანზე იყო და პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ. ჰო, არგენტინელ ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია საკუთარ მოედანზე ჩატარებული მატჩების გათვალისწინებით – 50 გოლი. ტრადიციაც არ დაირღვა: “ბარსას” ინგლისურ გუნდებთა შინ ერთადერთხელ წაუგია – 2007 წელს, “ლივერპულთან”.

პეპ გვარდიოლას და “სიტის” რაც შეეხება, გამოჩნდა, რომ თურმე არც ისე ძლიერია ინგლისური გუნდი, როგორც ეს აქამდე ჩანდა და კატალონიელ სპეციალისტს სამუშაო თავზე საყრელად აქვს. “სიტიმ” კი, ლიგაზე ერთ მატჩში 4 გოლი პირველად გაუშვა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში “სელტიკის” 4 მატჩიანი წაუგებელი სერია ევროტურნირებზე (საკუთარ მოედანზე) “გლადბახმა” დაასრულა, რომელმაც სქოთებს მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანა. სხვათა შორის, “ბორუსიამ” ისტორიაში პირველად მოიგო გასვლითი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე (მეხუთე თამაშიდან).

“ბარსელონა” გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა და “სიტის” ქულების დაგროვება აუცილებლად მართებს, თორემ ანდრე შუბერტის პატივ-მოყვარე “გლადბახი” ჩასაფრებულია და გერმანიაშიც ჩასასვლელია გვარდიოლას გუნდი.

“ბარსელონა” – “მანჩესტერ სიტი” 4:0 (1:0) VIDEO

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 96 290

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; მასკერანო, პიკე (მატიე 39), უმტიტი, ალბა (დინიე 10); რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (ანდრე გომეში 80); სუარესი, მესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ბრავო; ზაბალეტა (კაბალერო 57), ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი; გუნდოგანი (აგუერო 79), ფერნანდინიო, სილვა; სტერლინგი, ნოლიტო (კლიში 58), დე ბრუინი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 მესი (17), 2:0 მესი (61), 3:0 მესი (69), 4:0 ნეიმარი (89)

გაფრთხილება: მატიე (71, 73) - სილვა (29), ფერნანდინიო (40), სტერლინგი (90)

გაძევება: მატიე (73) – ბრავო (53)

გამოუყენებელი პენალტი: ნეიმარი (87, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 11 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

“სელტიკი” – “გლადბახი” 0:2 (0:0) VIDEO

გლზაგო, “სელტიკ პარკი”

მაყურებელი: 57 814

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; ლუსტიგი, ტურე, სვიატჩენკო, ტიერნი; ბრაუნი, ბიტონი (მაკგრეგორი 63); ფორესტი (რობერტსი 73), როგიჩი (გრიფტისი 71), სინკლერი; დემბელე

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

“გლადბახი” (4-2-3-1): სომერი; კორბი; ვესტერგაარდი, ელვედი, ვენდტი; ტრაორე (შულცი 86), კრამერი, სტინდლი, ჰოფმანი; ჰანი (ჰერმანი 90)

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

გოლები: 0:1 სტინდლი (57), 0:2 ჰანი (77)

გაფრთხილება: ტიერნი (35) - კრამერი (13)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 13 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

D ჯგუფი

მადრიდის “ატლეტიკომ” ისევ მოიგო – ამჯერად რუსეთის ვიცე-ჩემპიონ “როსტოვთან”. გამარჯვების გოლი ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა იანიკ ფერეირა-კარასკომ გაიტანა, რომელიც ნელ-ნელა “როხიბლანკოს” მთავარ ლიდერად ყალიბდება. სხვათა შორის, დიეგო სიმეონეს გუნდს სამ ტურში გოლი არ გაუშვია და ასეთი რამ “ატლეტიკოს” ისტორიაში პირველად მოხდა ჩემპიონთა ლიგაზე.

მიუნხენის “ბაიერნმა” კი სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. კარლო ანჩელოტის გუნდმა შინ პსვ ეინდჰოვენს 4:1 აჯობა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ერთი ხანობა, “რეკორდმაისტერს” ნერვიულობა მაინც მოუწია. გოლით გამოირჩა კვლავ ჯოშუა კიმიხი, რომელიც ბოლო დროს მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმაც – აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ფორვარდმა ლიგაზე 55-ე თამაშში 34-ე გოლი შეაგდო და ამ რაოდენობის გოლების გასატანად უფრო ნაკლები მატჩების ჩატარება რუუდ ვან ნისტელროისა (39 თამაში) და ლიონელ მესის (54) დასჭირვებიათ.

“ატლეტიკო” 9 ქულით ლიდერია და კვალში “ბაიერნი” უდგას – პსვ-სა და “როსტოვს” კი შეუძლიათ მხოლოდ მესამე ადგილის დაკავებაზე იფიქრონ.

“ბაიერნი” – პსვ ეინდჰოვენი 4:1 (2:1) VIDEO

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; კიმიხი (მარტინესი 85), ალონსო, ალკანტარა; რობენი (რენატუ სანჩესი 87), ლევანდოვსკი, მიულერი (დუგლას კოშტა 71)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

პსვ ეინდჰოვენი (4-4-2): ზუტი; ბრენეტი; შვააბი (ზინჩენკო 85), მორენო, ვილემსი; პერეირო (ბერგვინი 77), პროპერი, ს. დე იონგი, გუარდადო (ისიმატ-მირინი 61); ნარსინგი, ლ. დე იონგი

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

გოლები: 1:0 მიულერი (13), 2:0 კიმიხი (21), 2:1 ნარსინგი (41), 3:1 ლევანდოვსკი (59), 4:1 რობენი (84)

გაფრთხილება: ლამი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (13) – 7 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“როსტოვი” – “ატლეტიკო” 0:1 (0:0) VIDEO

როსტოვი, “როსტოვ არენა”

მაყურებელი: 15 400

“როსტოვი” (5-3-2): ჯანაევი; კირევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი; გაცკანი, ეროხინი, ნობოა; აზმუნი (პრეპელიცა 74), პოლოზი (დუმბია 77)

მწვრთნელი: ივან დანილიანცი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი; კორეა (გამეირო 57), გაბი, კოკე, კარასკო (საულ ნიგეზი 89); ტორესი, გრიზმანი (ტიაგო 90)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 კარასკო (62)

გაფრთხილება: მევლია (28) - ფილიპე ლუისი (4), ხუანფრანი (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (3) – 14 (6) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.489414