ფეხბურთი

2:29 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ ჯიჯი, სუპერ "ლესტერი" და გოლი 20 წლის მერე (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგა სამკვირიანი პაუზის მერე განახლდა. დღეს გამართულმა რვა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. ყველა მატჩში (გარდა ერთისა) უშეღავათო ბრძოლა იყო. უკვე გამოიკვეთა რამდენიმე გუნდი, რომელსაც პლეი-ოფში ვიხილავთ. ინგლისის ჩემპიონი “ლესტერი” კი ევროპის უპრესტიჟულეს ტურინირზე უდანაკარგო ასპარეზობას აგრძელებს...

E ჯგუფი

იგორ აკინფეევი ბევრს ეცადა, რომ მე-40 მატჩში მაინც არ გაეშვა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 87-ე წუთზე მისთვის დანავსული სერია მაინც გაგრძელდა. ბედად, ცსკას მანამდე გატანილი ჰქონდა და უქულოდ არ დარჩენილა. ისე, შედეგი სამართლიანი იყო უფრო, რადგან თანაბარი თამაში იყო მთლიანობაში. სხვათა შორის, მონეგასკებმა ზედიზედ მეორე თამაში გადაარჩინეს, ბოლო წუთებში.

ამავე ჯგუფის მეორე თამაში კი უგოლოდ დასრულდა. ეს, რომ ასე მოხდა, “ტოტენჰემის” ფრანგი მეკარის უგო ლორისის ბრალია, რომელმაც ხავიერ ერნანდესს ერთ ეპიზოდში საოცარი ბურთი აუღო. “ბაიერი” უპირატესობას ფლობდა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ნავსი არ გატყდა. როგორც წესი, “ლევერკუზენს” ინგლისურ გუნდებთან ძალიან უჭირს (10 თამაში, ერთი მოგება). “დეზებმა” კი, მიმდინარე სეზონში პირველად ვერ გაიტანეს გოლი მეტოქის კარში. პრინციპში მცდელობაც არ ჰქონიათ.

სხვა ჯგუფებთან შედარებით, აქ სიტუაცია ძალიან დაძაბულია: ერთპიროვნული ლიდერი “მონაკოა” 5 ქულით, აუტსაიდერი ცსკა – 2 ქულით...

“ლევერკუზენი” – “ტოტენჰემი” 0:0 (0:0) VIDEO

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 29 412

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ბენდერი (იედვაი 74), ტაჰი, ტოპრაკი, ჰენრიხსი; მეჰმედი, არანგიზი, კამპლი, ჩალჰანოღულუ (ბაუმგარტლინგერი 46); ჩიჩარიტო (ბრანდტი 85), კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი; ალი, ვანიამა; ლამელა (სისოკო 71), ერიკსენი, სონი (ონომა 90); იანსენი (დემბელე 64)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

გაფრთხილება: ჩალჰანოღლუ (21), ბენდერი (40) - ლამელა (25)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 5 (1) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ცსკა – “მონაკო” 1:1 (1:0) VIDEO

მოსკოვი, “ცსკა არენა”

მაყურებელი: 24 125

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ვერნბლუმი, ნათხო; ტოშიჩი (გორდუშენკო 75), იონოვი (მილანოვი 46), გოლოვინი; ტრაორე (სტრანდბერგი 84)

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

“მონაკო” (4-3-3): შუბაშიჩი; სიდიბე, გლიკი, ჯემერსონი, რაჯი (მენდი 69); ფაბინიო, ბაკაიოკო (მბაპე 83), მოუტინიო (კარილო 41); ლემარი, ჟერმენი, სილვა

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 ტრაორე (34), 1:1 სილვა (87)

გაფრთხილება: ნათხო (74) - ბაკაიოკო (37), სიდიბე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 15 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: მარტინ სტროემბერგსონი (შვედეთი)

F ჯგუფი

ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა დორტმუნდის “ბორუსიამ” და F ჯგუფს ლიდერობს (ბურთების უკეთესი სხვაობით). ტომას ტუხელის გუნდმა ლისაბონში კერკეტ კაკალ “სპორტინგს” აჯობა – 2:1. მორიგი გოლი გაიტანა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელმაც ბოლო 9 თამაშში თავი მეცხრედ გამოიჩინა. ამასთან, ეს მისი მესამე გოლია მიმდინარე ლიგაზე და 2014-2015 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგი უკვე გაიმეორა (8 მატჩში, 3 გოლი).

მადრიდის “რეალმა” კი ვარშავის “ლეგიას” კუდით ქვა ასროლინა. მოსაყოლიც ბევრი არაფერია, უბრალოდ გეტყვით, რომ ქართველ ვაკო ყაზაიშვილს “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაში 16 წუთი მოუწია და ბუნებრივია, ამ დროში ბევრი ვერაფერი მოასწრო. მადრიდელთაგან კი რონალდუს არ გაუტანია. ალვარო მორატა კი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ასეთი რამ კი ახალგაზრდა ფორვარდის კარიერაში პირველად მოხდა ერთ მატჩში, ჩემპიონთა ლიგაზე.

თავის მხრივ, “ლეგიამ” ლიგაზე გოლი 21 წლიანი პაუზის მერე გაიტანა. ბოლოს პოლონელებს 1996 წელს ინგლისური “ბლექბერნის” კარი დაელაშქრათ.

“რეალი” და “დორტმუნდი” 7-7 ქულით ლიდერები არიანდა ახლა ისღაა საკითხავი, რომელი გავა პირველ და რომელიც მეორე ადგილზე.

“სპორტინგი” – “დორტმუნდი” 1:2 (0:2) VIDEO

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

მაყურებელი: 46 609

“სპორტინგი” (4-4-2): რუი პატრისიო; სკელოტო, კოატეში, სემედო, ზეეგელაარი; ჟელსონი, კარვალიო, ელიასი (ბრუნო სეზარი 61), ბრაიან რუისი (ანდრე 79); მარკოვიჩი (კემპბელი 66), დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; გინტერი (როდე 71), სოკრატისი, ბარტრა (პიშჩეკი 68), პასლაკი (ბუმიჩი 90); ვეიგლი; პულიშიჩი, კაგავა, გიოტცე, დემბელე; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 ობამეიანგი (9) 0:2 ვეიგლი (43), 1:2 ბრუნო სეზარი (67)

გაფრთხილება: ელიასი (55), სკელოტო (68), კემპბელი (77), ბრუნო სეზარი (86)პასლაკი (49), როდე (77), ბურკი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 10 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“რეალი” – “ლეგია” 5:1 (3:1) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 70 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; დანილო, პეპე, ვარანი, მარსელო; ასენსიო (კოვაჩიჩი 80), კროოსი, ხამესი (ვასკესი 63); ბეილი (მორატა 64), ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ლეგია” (4-2-3-1): მალარჟი; ბერესჟინსკი, ჩჟერვინსკი, რზეზნიჩჟაკი, ჰლუსეკი; იოდლოვეცი, მულინი (კოპცზინსკი 81); გილერმე (ყაზაიშვილი 74), ოჯიჯა, კუჩარცჟსკი; რადოვიჩი (ნიკოლიჩი 74)

მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა

გოლები: 1:0 ბეილი (16), 2:0 იოდლოვეცი (20, ა.გ), 2:1 რადოვიჩი (22), 3:1 ასენსიო (37), 4:1 ვასკესი (68), 5:1 მორატა (85)

გაფრთხილება: რონალდუ (63) – მულინი (52), რადოვიჩი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 30 (11) – 12 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

G ჯგუფი

როგორ ჩანს, “ლესტერ სიტიმ” აქცენტი სრულად ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა – ყოველშემთხვევაში, “მელიებმა” მესამე თამაშიც მოიგეს. ამჯერად რიად მაჰრეზის გოლით დანიურ “კოპენჰაგენთან”. სხვათა შორის, რომ არა კასპერ შმეიხელი სკანდინავიელები ქულას მაინც მოიპოვებდნენ.

ამასობაში კი, “ლესტერი” რეკორდებს ამხობს. კლაუდიო რანიერის გუნდი გახდა მეხუთე ლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველი სამი თამაშის მოგება შესძლო. ეს აქამდე მხოლოდ “მილანს”, პსჟ-ს, “იუვენტუსსა” და “მალაგას” მოეხერხებინათ. ამასთან, “ლესტერი” ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომელთაც ჯერ გოლი არ გაუშვიათ სამ ტურში (“იუვენტუსი” და “სევილია”). აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემპიონს უფრო მეტი ქულა აქვს ლიგაზე სამ ტურში (9 ქულა), ვიდრე პრემიერლიგის 8 ტურში (8 ქულა).

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში კი, ბელგიის ჩემპიონი “ბრიუგე” მარცხს სულაც არ იმსახურებდა “პორტუსთან”, უგებდა კიდეც კარგა ხანს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში პენალტი გაუშვა და ისევ უქულოდ დარჩა.

ჯგუფს “ლესტერი” 9 ქულით ლიდერობს, “პორტუსა” და “კოპენჰაგენს” შორის კი, მეორე ადგილისთვის ფიცხელი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

“ლესტერი” – “კოპენჰაგენი” 1:0 (1:0) VIDEO

ლესტერი, “კინგ პოუერ სთედიუმი”

მაყურებელი: 31 037

“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი (ამარტეი 90), კინგი, დრინკუოთერი, ალბირგტონი; სლიმანი (ულოა 88), ვარდი (ოკაზაკი 85)

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი (გრეგუში 87), იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტუნსონი; ვერბიჩი (ფალკი 66), კვისტი, დელანი, ტუტუ (პავლოვიჩი 85); კორნელიუსი, სანტანდერი

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

გოლი: 1:0 მაჰრეზი (40)

გაფრთხილება: ფუხსი (79) – იორგენსენი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 9 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

“ბრიუგე” – “პორტუ” 1:2 (1:0) VIDEO

ბრიუგე, “იან ბრეიდელი”

მაყურებელი: 29 042

“ბრიუგე” (3-4-3): ბუტელე; პულანი, სიმონსი, დენსვილი; ვან რინი, პინა (გედოზი 78), კლაუდემირი, ლიმომბე (ბოლი 82); ვორმერი, ვოსენი (ვესლი 84), ვანაკენი

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

“პორტუ” (4-1-3-2): კასილიასი; ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო; ოლივერ ტორესი, ერერა (ბრაჰიმი 59), ოტავიო (ანდრე ანდრე 72); ანდრე სილვა, დიოგო ჟოტა (კორონა 60)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ

გოლები: 1:0 ვოსენი (12), 1:1 ლაიუნი (68), 1:2 ანდრე სილვა (90, პენ)

გაფრთხილება: ლიმბომბე (43), სიმონსი (83) - ლაიუნი (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 19 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

H ჯგუფი

H ჯგუფში “სევილიასთან” ლიდერი ტურინის “იუვენტუსია” – უფრო სწორად, “ბებერი ქალბატონია” ლიდერი, რადგან ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს. ჯერ ესპანელებზე ვთქვათ: “სევილიელმა დალაქებმა” ზაგრებში “დინამოს” ოფლის დაუღვრელად აჯობეს – 1:0. შესაძლოა, ანგარიშიდან ჩანს რომ ბრძოლა იყო, მაგრამ რეალურად “მაქსიმირზე” ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა და მოიგო კიდეც.

გაცილებით საინტერესო, დაძაბული გამოდგა “ლიონისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა. ტურინელები 54-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ მარიო ლემინას გაძევების გამო, მაგრამ გოლის გატანა და თამაშის მოგება მაინც მოახერხეს. ხუან კუადრადომ ისეთი გოლი გაიტანა, შესაძლოა თვითონაც არ სჯერა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ “ლიონის” მეკარე აშკარად შეცდა. სხვათა შორის, “იუვემ” ჩემპიონთა ლიგაზე კაცნაკლულმა თამაშის მოგება 2005 წლის ნოემბრის მერე პირველად მოახერხა. მაშინ იტალიელებმა “ბაიერნს” აჯობეს.

თუმცა, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ვერ მოიგებდა, რომ არა ჯანლუიჯი ბუფონი. ვეტერანმა მეკარემ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ბუფონმა ჯერ ალექსანდრ ლაკაზეტს პენალტი აუღო. სხვათა შორის, ეს იყო მისი მეოთხე თერთმეტრიანი, რომელიც ლიგაზე მოიგერია და პირველი 2003 წლის 14 მაისის მერე, როდესაც ლუიშ ფიგუს აუღო “იუვე” – “რეალის” ნახევარფინალში. ბუნებრივია, პენალტების სერია ამაში არ იგულისხმება და არც სხვა რომელიმე ტურნირი, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა. და მაინც, აღებული პენალტი არაფერი იყო იმასთან, რაც ჯიჯიმ მეორე ტაიმის სტარტზე გააკეთა: ნაბილ ფეკირის უძლიერესი დარტყმული სასწაულებრივი სეივით მოიგერია, თან დარტყმის მომენტში რიკოშეტიც იყო... მერე გენიალურმა კიპერმა ტოლისოს აუღო ორი მეტრიდან თავური... მოკლედ ბუფონმა “იუვენტუსს” სამი ქულა მოუტანა და ამას ყველა აღიარებს. თავის მხრივ, ჯიჯიმ ბოლო დროს მომრავლებული კრიტკოსები გააჩუმა და დაამტკიცა, რომ მისი დრო არ წასულა.

H ჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეულია – “იუვენტუსი” და “სევილია” პლეი-ოფში ითამაშებენ, სასწაული თუ არ მოხდა. გასარკვევია, ვინ გავა პირველ ადგილზე.

“დინამო” – “სევილია” 0:1 (0:1) VIDEO

ზაგრები, “მაქსიმირი”

მაყურებელი: 6 021

“დინამო” (4-4-2): ლივაკოვიჩი; სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფელდი, სოსა; პავიჩიჩი (ჟონასი 52), ბენკოვიჩი, კნეჟევიჩი (ენრიკეზი 87), ანტოლიჩი (ფიოლიჩი 15); ფერნანდესი, სუდანი

მწვრთნელი: ივაილო პეტევი

“სევილია” (4-4-2): სერხიო რიკო; მერკადო, რამი, პარეხა, ესკუდერო; მარიანო, ნზონზი, ნასრი, ვიტოლო; ვიეტო (ბენ იადერი 65), ვასკესი (იბორა 89)

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლი: 0:1 ნასრი (37)

გაფრთხილება: სტოიანოვიჩი (30), ჟონასი (65) – ვიტოლო (28), პარეხა (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (0) – 12 (5) ბურთის ფლობა: 27%-67% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

“ლიონი” – “იუვენტუსი” 0:1 (0:0) VIDEO

ლიონი, “სტად დე ლიონი”

მაყურებელი: 53 907

“ლიონი” (3-5-2): ლოპესი; იანგა-მბივა (გეძალი 82), ნკულუ, დიაკაბი; რაფაელი, დარდე (ფერი 64), გონალონსი, ტოლისო, მორელი; ფეკირი, ლაკაზეტი (კორნე 72)

მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, ევრა; დანი ალვეში (ბენატია 84), ხედირა (სტურარო 75), ლემინა, პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა (კუადრადო 69), იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 კუადრადო (76)

გაფრთხილება: რაფაელი (29), დარდე (52), ლაკაზეტი (60), დიახაბი (73), ფერი (83) – ბონუჩი (34), ლემინა (41, 54)

გაძევება: ლემინა (54)

გამოუყენებელი პენალტი: ლაკაზეტი (35, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 13 (5) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.26381