ბლოგი

14:42 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

„კალჩოს“ რთული გზა

იტალიურ ფეხბურთს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები არასოდეს აკლდა. თითქმის ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, აპენინებზე ახალი საფეხბურთო სკანდალი წარმოიშობა ხოლმე. თუმცა, ის რაც ”კალჩიოში” ბოლო 10 წლის განმავლობაში ხდება, ერთგვარ თვითგვემას შეგვიძლია შევადაროთ.

ბოლო დღეებზე იტალიაში ისევ დაიწყო საუბარო იმაზე, რომ შესაძლოა იტალიის ჩემპიონატის უპირველესი ლიგიდან 2-3 საფეხბურთო კლუბი მოკვეთონ. ათი წლის წინ, ალბათ ვერავინ დაიჯერებდა იმას, რომ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი რეიტინგში ფაქტობრივად რუსეთის დონეზე ჩამოვიდოდა და კალჩოს მესვეურები იმდენს “მოახერხებდნენ”, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ იტალიის მეოთხე საგზურს გერმანია მოიპოვებდა. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მრავალი ფაქტორის გამო იყო, უპირველესად კი ალბათ იმიტომ, რომ “პარმასა” და “ფიორენტინას” რანგის იტალიური კლუბებიც კი, ევროთასებზე უკრაინულ და რუმინულ კლუბებთან იშვიათად მარცხდებოდნენ და მაშინდელ აპენინურ კლუბებს ფინანსური პრობლემებიც ნაკლებად აწუხებდათ..

როგორც ხედავთ, დღეს რეალობა მკვეთრად შეიცვალა. ბოლო წლებში თითქმის ყველა იტალიური გაზეთი თუ სპორტული ვებ-გვერდი სავსეა სტატიებით, სადაც მსჯელობენ და ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ იმაზე, თუ რატომ დაემართა სერია “ა”-ს, ამ ერთ დროს უპირველეს გათამაშებას, ასეთი რამ და იტალიელთა მხრიდან რა გზები უნდა მოინახოს გამოსავლის საპოვნელად. ვარაუდები კი, იცოცხლეთ – უამრავია...

ერთნი ამბობენ, რომ იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემები კვალიფიციურ იტალიელ მწვრთნელთა სხვა ქვეყნებში გადინებამ გამოიწვია, რადგან მარჩელო ლიპის, ფაბიო კაპელოს, რობერტო მანჩინის, კარლო ანჩელოტის და სხვა ცნობილი სტრატეგოსების ნაცვლად, იტალიურ გუნდებს ლეონარდოსა და მარინოს მსგავსი დილეტანტები ხელმძღვანელობდნენ და ეს განსაკუთრებით ცუდად აპენინური გუნდების ევროარენაზე გამოსვლაზე აისახება.

სხვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იტალიელი ბიზნესმენების ინერტულობის ბრალია, რომლებიც ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად დებენ ფულს კალჩოში. ასევე გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს იტალიელებს კონკურენტი ქვეყნები შეგნებულად ებრძვიან და სერია “ა”-ში თავგამოჩენილ ვარსკვლავებს სხვა ქვეყნების კლუბები იმიტომ ყიდულობენ, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე დააგდონ.

მას შემდეგ, რაც იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა “მილანი” შეიძინა და იტალიურ ფეხბურთში თავისი ძალმოსილი პერსონა დაამკვიდრა, კალჩიოს საქმეები სულ უკან და უკან წავიდა. ხოლო, როდესაც ეს კაცი მთლიანად იტალიის სათავეში მოექცა, გახშირდა ჩაწყობილი თამაშები, ნარკო-სკანდალები, ცარიელი სტადიონები, ფეხბურთელთა საპროტესტო გამოსვლები, კლუბების გაკოტრების შემთხვევები...

იტალიაში ყველაფერი ცუდი განსაკუთრებით ”კალჩოპოლის” ყბადაღებული სკანდალიდან დაიწყო, როდესაც ”სამართლიანობის აღდგენის” ლოზუნგით არაერთი იტალიური კლუბი დაისაჯა და ამის შემდეგ, იტალიური ფეხბურთი ვერა და ვერ გაიმართა წელში.

ახლა მართალია დონ სილვიო (როგორც პოლიტიკური ფიგურა და საფეხბურთო კლუბის მფლობელი) წარსულში დარჩა, მაგრამ პრობლემები ჯერ ისევ დასაძლევია და საეჭვოა, რომ კალჩოში არსებული პრობლემები ასევე მარტივად გადაწყდეს. როგორც ხედავთ, იტალიურ ფეხბურთს საბოლოოდ ვერანაირმა ”გარედან ჩარევამ” ვერ მოუტანა დადებითი შედეგი.

აპონინებზე ამბობენ, რომ იტალიაში თუ ისევ დიდი სკანდალი დაიწყება, არავინ იცის, ეს ყველაფერი კიდევ რამდენი ადამიანის დასჯით დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119765