ფეხბურთი

22:35 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მიდლსბროს” წარუმატებლობა გრძელდება, “წმინდანები” დამაჯერებელნი არიან

პრემიერლიგის მე-8 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს არც ერთი მატჩი იწვევდა, რადგან მოწინავე კლუბებს დღეს არ უთამაშიათ და არც რაიმე პრინციპული დაპირისპირება შემდგარა.

დღის პირველი ჯახი “რივერსაიდ სთედიუმზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “მიდლსბრომ” “უოტფორდი” მიიღო და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად დამარცხდა.

ჩრდილო იორკშირელებს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს, რისთვისაც ისინი 54-ე წუთზე ხოსე ჰოლებასმა დასაჯა და “უოტფორდს” 3 ქულა მოუპოვა – 0:1.

“ბოროს” 6 მატჩია არ მოუგია, რომელთაგან 4 წააგო. აიტორ კარანკას შეგირდები 6 ქულით მე-17 ადგილზე არიან, ხოლო “ლოსები” 11 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ.

“საუთჰემპტონმა” “სენტ მერი სთედიუმზე” “ბარნლი” მიიღო და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის ბედი მალევე გადაწყვიტეს. ჩარლი ოსტინმა 52-ე და 66-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა, ერთი ბურთი კი რედმონდმა შეაგდო. “ბარნლიმ” რაც შეძლო, პრესტიჟის გოლი გატანაა, რომელიც ვოკსის ანგარიშზეა – 3:1.

“წმინდანები” 12 ქულით მე-8 საფეხურზე არიან, ხოლო “ბარნლი” 7 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

მიდლსბრო – უოტფორდი 0:1 (0:0)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი, გიბსონი, ჩემბერსი, ფრენდი, ბარაგანი (აიალა 69), ფორშოუ, დე რუნი (როდესი 89), სტუანი (ა.ტრაორე 69), რამირესი, დაუნინგი, ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

უოტფორდი (5-4-1): გომეში, პროდლი, ბრიტოსი (კაბესელი 85), ქაბული, ამრაბატი (ზუნიგა 72), ჰოლებასი, კაპუ, ბეჰრამი, საკსესი (უოტსონი 88), პერეირა, დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლი: ჰოლებასი (54)
გაფრთხილებები:
ბარაგანი, სტუანი, რამირესი, დე რუნი - ამრაბატი
მსაჯი: როჯერ ისტი

საუთჰემპტონი – ბარნლი 3:1 (0:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-1-2): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, მარტინა, ტარგეტი (მაკქუინი 14), კლასი, რომეუ, დევისი, ტადიჩი, რედმონდი (უარდ-პროუსი 88), ოსტინი (ჯ.როდრიგესი 71).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ბარნლი (4-5-1): ჰიტონი, კინი, მი, ლოუტონი, იარდი, მარნი, დეფური (ო’ნილი 41), ჰენდრიკი, ბოიდი (ბემფორდი 81), გუდმონდსონი (კიგტლი 70), ვოკსი.
მწვრთნელი: დიჩი სინი

გოლები: 1:0, 3:0 ოსტინი (52; 66 პენ.), 2:0 რედმონდი (60), 3:1 ვოკსი (72 პენ.)
გაფრთხილებები: ტადიჩი – დეფური, მარნი
მსაჯი:
მაიკლ დინი

0.187968