ფეხბურთი

1:15 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "იუვეს" მდევარია (+VIDEO)

“მილანი” სერია A-ს მერვე ტურის შემდგომ მხოლოდ ტურინის “იუვენტუსს” ჩამორჩება. ბევრს არ სჯეროდა ვინჩენცო მონტელასი, მაგრამ ფაქტია, ამ დროისთვის “როსონერი” მის ხელში წარმატებულად თამაშობს. ლომბარდიულმა გრანდმა დღეს, ვერონაში, ადგილობრივ “კიევოს” მოუგო. არადა, “მფრინავი ვირები” სულაც არ არიან ადვილად წასაქცევნი და თამაშის წინ, მონტელამ ისინი “პატარა იუვენტუსადაც” მოიხსენია.

მთლიანობაში, “მილანს” ადვილად არ მოუგია. ზედ ტაიმის ფინიშზე და მეორე ნახევრის სტარტზე გატანილმა ორმა გოლმა უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ შავ-წითლებმა იმარჯვეს. მერე ვალტერ ბირსამ ლამაზი საჯარიმოთი შეამცირა, სხვაობა, მაგრამ მსაჯის კომპესირებულ დროში კარლოს ბაკას დარტყმული დარიო დაინელის მოხვდა და ბურთი კარში შევარდა. “მილანს” 16 ქულა გაუხდა და “რომას” დაეწია, რომელთანაც ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში გამოჩნდება, მართლაც რისი შნო აქვს “როსონერის” – “სან სიროზე” “იუვენტუსი” ჩადის.

თუ “მილანი” აღმავლობის გზას ადგას, მეორე მილანური გრანდი “ინტერი” აგონიაშია – “ნერაძურიმ” “კალიარისთან” შინ წააგო. “ინტერს” ზედიზედ ორი მარცხი და სამი მოუგებელი მატჩი დაუგროვდა. სარდინიელებთან კი ფრანკ დე ბურის ბიჭებმა საშინლად ითამაშეს და მარცხი დაიმსახურეს. აღვნიშნოთ, რომ “ინტერნაციონალეს” ტიფოზებმა კაპიტან მაურო იკარდის უსტვინეს, ათასგვარი უშვერი სიტყვები ეძახეს... არგენტინელმა კი, პირველ ტაიმში პენალტიც ვერ გაიტანა. სხვათა შორის, ბოლო ოთხი თერთმეტეტრიანიდან სამხრეთამერიკელ შემტევს ერთადერთი აქვს გამოყენებული. “ინტერი” მეათე ადგილამდე დაქვეითდა და საინტერესოა, როდემდე აქვს ნდობის ლიმიტი დე ბურს...

რომის “ლაციომ” შინ ორი ქულა გაანიავა “ბოლონიასთან”. არადა, “არწივები” კოლოსარულ უპირატესობას ფლობდნენ და მოგებას ალალად იმსახურებდნენ. თუმცა, “ლაციალემ” ქულა მსაჯის მეშვიდე დამატებულ წუთზე ჩირო იმმობილეს პენალტით გადაარჩინა. რომაელთა დიდ უპირატესობაზე ისიც მეტყველებს, რომ მეტოქის საჯარომოში სიმონე ინძაგის ფეხბურთელები ბურთს 54-ჯერ შეეხნენ, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.

მიმდინარე სეზონის რეკორდი დამყარდა რეჯიო ემილიაშიც, სადაც “კროტონეს” ფორვარდმა დიეგო ფალჩინელიმ 01:21 წუთზე გაუტანა ადგილობრივ “სასუოლოს” და ეს ამ სეზონის უსწრაფესი გოლია, მაგრამ მერე კალაბრიელებმა ვერაფერი გააწყვეს და აქეთ გაუშვეს ორი გოლი, შესაბამისად, დამარცხდნენ.

90 წუთი სკამზე გაატარა ლევან მჭედლიძემ, რომლის “ემპოლიმ” გასვლაზე ათკაციან “ჯენოას” ვერ მოუგო (0:0). სხვათა შორის, საშინელი თამაში იყო და ორივე გუნდმა კარისკენ ჯამში მხოლოდ 8-ჯერ დაარტყეს.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა, “ფიორენტინასა” და “ატალანტას” მატჩი, რამაც ფლორენციელი ტიფოზების გაღიზიანება გამოიწვია და საყვარელი გუნდი გასახდელში სტვენით გააცილეს.

“ფიორენტინა” – ატალანტა” 0:0 (0:0) VIDEO

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 29 000

“ფიორენტინა” (3-4-1-2): ტატარუშანუ; სალსედო, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, სანჩესი (ვესინო 59), ბადელი, მილიკი (ტელო 59); ბორხა ვალერო; ბაბაკარი (სარატე 83), კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ატალანტა” (3-4-2-1): ბერიშა; ტოლოი, კალდარა (სტენდარდო 46), მაზიელო; კონტი, ფროილერი, კესიე, დრამე; კურტიჩი (გალიარდინი 68); პეტანია, გომესი (დალესანდრო 89)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გაფრთხილება: ბადელი (14), ასტორი (67), ვესინო (71) – კალდარა (8), დრამე (48), გალიარდინი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 8 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

“სასუოლო” – “კროტონე” 2:1 (0:1)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი (სენსი 67), მანიანელი, პელეგრინი; პოლიტანო, დეფრელი (იემელო 74), რიჩი (მატრი 46)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“კროტონე” (3-4-3): კორდაზი; როზი, კლეიტონი (დუსენი 73), ფერარი; სალზანო, კაპეცი, კრისეტიჯი, მარტელა (მესბა 77); ტონევი (როდენი 69), ფალჩინელი, პალადინო

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 0:1 ფალჩინელი (2), 1:1 სენსი (83), 2:1 იემელო (86)

გაფრთხილება: იემელო (87), კრისეტიჯი (33), კაპეცი (85), პალადინო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (11) – 3 (3) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 15:1 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: დავიდე მასა

“ჯენოა” – “ემპოლი” 0:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ორბანი; ლაზოვიჩი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი (ფიამოცი 88); რიგონი, სიმეონე (ნინკოვიჩი 72), ედენილსონი (მუნიოსი 84)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; ბუჩელი (დიუსე 70), მაური, კრუნიჩი (ტელო 88); საპონარა; ჯილარდინო, პუჩარელი (მაკარონე 68)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

გაფრთხილება: ლაზოვიჩი (8, 34) – კრუნიჩი (40), ბელუსკი (49), საპონარა (60), ტელო (90)

გაძევება: ლაზოვიჩი (34)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 2 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ლუკა პაიერტო

“ინტერი” – “კალიარი” 1:2 (0:0) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 46 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; ანსალდი (იოვეტიჩი 80), მირანდა, მურილო, სანტონი; ჟოაო მარიო, მედელი; კანდრევა (ედერი 74), ბანეგა (გნუკური 60), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; პისაჩენე, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, მურუ; პადოინი, ტაკჩიდისი, მუნარი (ისლა 69); დი ჯენარო (ბარელა 77); მელკიორი, საუ (ბორიელო 60)

მწვრთნელი: მარკო რასტელი

გოლები: 1:0 ჟოაო მარიო (56), 1:1 მელკიორი (71), 1:2 ჰანდანოვიჩი (85, ა.გ)

გაფრთხილება: ჟოაო მარიო (27) – ბრუნო ალვეში (25), საუ (42), მუნარი (61), ტაკჩიდისი (78), ბარელა (86)

გამოუყენებელი პენალტი: იკარდი (26, ააცილა)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 11 (7) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ლაციო” – “ბოლონია” 1:1 (0:1) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 19 000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; გაბარონი, დე ვრეი (კატალდი 51), ჰუდტი, რადუ (უოლასი 69); მილინკოვიჩ-სავიჩი (ალბერტო 76), პაროლო, ლულიჩი; ანდერსონი, იმმობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; მბაიე, ჰელანდერი (ოიკონომუ 84), მაიეტა, მაზინა; დონსა (პულგარი 68), ნადი, ტაიდერი; ვერდი, ფლოკარი (უმარი 54), დი ფრანჩესკო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 ჰელანდერი (10), 1:1 იმმობილე (90, პენ)

გაფრთხილება: რადუ (67), ანდერსონი (84), უოლასი (87), იმმობილე (90) – დი ფრანჩესკო (37), მაზინა (57), უმარი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 6 (5) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 18:0 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კიევო” – “მილანი” 1:3 (0:1) VIDEO

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 12 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; იცკო (დე გუზმანი 65), რადოვანოვიჩი, კასტრო; ბირსა; ფლორო ფლორესი (პელისიერი 77), ინგლეზე (მეჯორინი 60)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო, ლაპადულა (სოსა 70), ნიანგი (ბაკა 88)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 კუცკა (45), 0:2 ნიანგი (46), 1:2 ბირსა (76), 1:3 დაინელი (90, ა.გ)

გაფრთხილება: დაინელი (14), მეჯორინი (78), კაჩატორე (90) – ლოკატელი (35), პალეტა (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 12 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

თეგებისერია A
0.321963