ფეხბურთი

16:16 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

H ჯგუფი: ბელგია და საბერძნეთი სრული სვლით (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფში თავიდანვე აშკარა ფავორიტად ბელგიის ნაკრები მოინათლა და სტატუსს სრულად ამართლებს – “წითელმა ეშმაკებმა” მეორე ტურში ბოსნიის მძლავრ ნაკრებს გადაუარეს – 4:0. წესით, რობერტო მარტინესის გუნდს რუსეთის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

ბელგიასთან ერთად უდანაკარგოდ ასპარეზობს საბერძნეთიც – ბერძნებმა გუშინ კვიპროსის ნაკრებს პრინციპული შეხვედრა მოუგეს. ელადებმა ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვტეს კონსტანტინოს მიტროღლუსა და პეტროს მანტალოსის გოლებით აჯობეს.

ჯგუფის მესამე შეხვედრაში ესტონეთმა ტალინში გიბრალტარის ნაკრებს 4:0 გაანადგურა.

ესტონეთი – გიბრალტარი 4:0 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 კაეიტი (47), 2:0 ვასილიევი (52), 3:0 კაეიტი (70), 4:0 მოსნიკოვი (88)

ბელგია – ბოსნია 4:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 სპაჰიჩი (26, ა.გ), 2:0 აზარი (29), 3:0 ალდერვეიელდი (60), 4:0 ლუკაკუ (79)

საბერძნეთი – კვიპროსი 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 მიტროღლუ (12), 2:0 მანტალოსი (42)

1. ბელგია 2 2 0 0 7:0 6
2. საბერძნეთი 2 2 0 0 6:1 6
3. ბოსნია 2 1 0 1 5:4 3
4. ესტონეთი 2 1 0 1 4:5 3
5. კვიპროსი 2 0 0 2 0:5 0
6. გიბრალტარი 2 0 0 2 1:8 0

მომდევნო ტური – 10 ოქტომბერი

ბოსნია – კვიპროსი

ესტონეთი – საბერძნეთი

გიბრალტარი – ბელგია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073933