დაახლოებით ოთხ წელზე მეტია, რაც არგენტინელი შემტევი სერხიო აგუერო თავის აწუკვე ყოფილ ცოლსა და ლეგენდარული დიეგო მარადონას ქალიშვილს, ჯიანინა მარადონას დაშორდა და “მარადონების კლანისგან” შორს განდგა. ამ დროის განმავლობაში სერხიოსა და ჯიანინას შერიგებაზე უამრავჯერ ითქვა და დაიწერა, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჭორი აღმოჩნდა.
ამასწინათ, სერხიო აგუერო, ჯიანინა მარადონა და მათი საერთო ვაჟიშვილი, დიეგო-ლეო აგუერო ბუენოს აირესში ერთად დაინახეს და ჭორების ახალმა ტალღამაც არ დააყოვნა. თუმცა, ესეც მორიგი უაზრო ლაყაფი გამოდგა და როგორც გაირკვა სერხიო უბრალოდ შვილის სანახავად იყო ევროპიდან ოკეანისგამა ჩასული.
ჯიანინასთან დაშორების შემდეგ, სერხიო აგუერომ ორი სატრფო გამოიცვალა, თუმცა საბოლოოდ ვერავისთან გამოუვიდა ხანგრძლივი ურთიერთობა. ამის მიზეზებს ჩვენ აბა ვინ გვეტყვის, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ბუნებითა და ხასიათით არგენტინელი მეგოლე მაინცადამაინც “თაფლი და შაქარი” არ უნდა იყოს...







