ჭადრაკი

15:59 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი ლიდერთა ჯგუფში გაერია

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხომერიკმა (2357) ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 ტურში გამარჯვება იზეიმა და 18-წლამდე გოგონათა ტურნირის ლიდერთა შორის გადაინაცვლა.

მე-6 ტურში ხომერიკმა შავი ფიგურებით ჩინელი იუ ჰუ (2049) დაამარცხა და 5.0 ქულა მოაგროვა. მისდარი მონაგარი კიდევ სამ მოჭადრაკეს აქვს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ნინო მე-2 ადგილზეა.

მომდევნო ტურში ხომერიკი, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონი გახლავთ, თეთრი ფიგურებით სომეხ სირანუშ გუკასიანს (2106) ეთამაშება. ეს უკანასკნელი 5.0 ქულით ასევე ლიდერთა შორის იმყოფება.

0.114002