ფეხბურთი

16:28 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: „დინამოს“ და იურაი იარაბეკის გზები გაიყარა

„დინამო“ თბილისის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იურაი იარაბეკი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს. 53 წლის სლოვაკი სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები გახდა.

საქართველოს ჩემპიონს დროებით თამაზ სამხარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც იარაბეკის ასისტენტად მუშაობდა. სწორედ ის გაიყვანს გუნდს 1 ოქტომბერს, ეროვნული ჩემპიონატის მატჩში საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ. სამხარაძეს დავით ჭიჭვეიშვილი დაეხმარება. როგორც „დინამოს“ პრესსამსახურის იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობა შექმნილი ვითარების გაანალიზების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გაუძღვება გუნდს მომავალში.

იურაი იარაბეკი „დინამოს“ მიმდინარე წლის იანვრიდან წვრთნიდა. მართალია გუნდმა მისი ხელმძღვანელობით გასული სეზონი ჩემპიონის რანგში დაასრულა და საქართველოს თასიც მოიპოვა, თუმცა ევროტურნირებზე წარუმატებლად იასპარეზა - ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა, ევროპის ლიგაზე გადართული კი სალონიკის პაოკს ვერ გაუმკლავდა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, მიმდინარე სეზონში „დინამომ“ 6 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და „თეთრ ჯგუფში“ 10 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114022