ჭადრაკი

14:48 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი ლიდერს 0.5 ქულით ჩამორჩება

მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატის 5 ტურის თავზე ევროპის ორგზის ჩემპიონ ნინო ხომერიკს (2357) 18-წლამდელთა ტურნირში 4.0 ქულა აქვს დამატებითი მაჩვენებლებით, მე-3 ადგილზეა.

მე-5 ტურში ხომერიკი თეთრი ფიგურებით რუს ალექსანდრა ობოლენცევას (2331) დაუზავდა, პირველ ადგილზე კი 4.5 ქულით ბერძენმა სტავრულა ცოლაკიდუმ (2335) გადაინაცვლა.

27 სექტემბერი დასვენების დღეა, ხვალ კი, ხომერიკი შავი ფიგურებით ჩინელ იუ ჰუს (2049) ეთამაშება.

მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია:

14 წლამდე ბიჭები

  1. ლუკა პაიჭაძე (2083) – 3.0 ქულა

14 წლამდე გოგონები

  1. მაია ბეჭვაია – 2.5

16 წლამდე ბიჭები

  1. შოთა ხოდაშნელი – 1.5

16 წლამდე გოგონები

  1. ელენე კოსტავა – 2.0

18 წლამდე ბიჭები

  1. ირაკლი ახვლედიანი – 2.5

18 წლამდე გოგონები

  1. ნატა ჯიბუტი (1865) – 1.5
0.112084