ჭადრაკი

14:00 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისთვის

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში პირველობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო აჭარის “ნონამ” – ქვემო ქართლის “რუსთავთან” დაპირისპირებაში. შეხვედრაში I-V დაფაზე საყაიმო შედეგები დაფიქსირდა.

მატჩის ბედი 20-წლამდე გოგონათა დაფამ გადაწყვიტა, სადაც მსოფლიოს ჩემიონმა გოგონათა შორის დიანა სადუკასოვამ ანა შამათავა დაამარცხა. აღსანიშნავია რომ ყაზახმა მოჭადრაკემ ზედიზედ მე-5 პარტია მოიგო და მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერობაში.

დიდი ანგარიშით – 5.5:0.5 დაამარცხა “სამეგრელომ” “გორი”. ყაიმის გაკეთება ლუკა ლიჩელმა შეძლო ბაჩანა მორჩიაშვილთან პარტიაში. ასევე დამაჯერებლად – 5:1 მოიგო “თბილისმა” “ამბროლაურთან” დაპირისპირება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი ნორჩი მოჭდარაკის ფრე ქართული ჭადრაკის გრანდებთან. ნიკოლოზ პეტრიაშვილმა ლაშა ჯანჯღავასთან დაასრულა ყაიმით შეხვედრა, ხოლო ნიკა კაჭარავამ ზურაბ სტურუას გაუწია მედგარი წინააღმდეგობა.

მორიგი დამარცხება განიცადა “ქუთაისის” ახალგაზრდულმა გუნდმა საჭადრაკო კლუბ “კახეთთან” დაპირისპირებაში. ქუთათურთა გუნდიდან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ გურამ კოკაიამ შეძლო ირაკლი ბერაძესთან შეხვედრაში. საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა – 4.5:1.5.

მეხუთე ტურის შედეგები:

ამბროლაური (რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი) 1:5 თბილისი (თბილისი)

ნონა (აჭარა) 3.5:1.5 რუსთავი (ქვემო-ქართლი)

კახეთი (კახეთი) 4.5:1.5 ქუთაისი (იმერეთი)

გორი (შიდა ქართლი) 0.5:5.5 სამეგრელო (სამეგრელო-ზემო-სვანეთი)

მეექვსე ტურის შეხვედრები:

თბილისი – სამეგრელო

ქუთაისი – გორი

რუსთავი – კახეთი

ამბროლაური – ნონა

სატურნირო მდგომარეობა:

ნონა – 10 ქულა (21.5)

რუსთავი – 8 ქულა (20.5)

თბილისი – 8 ქულა (19.0)

კახეთი – 6 ქულა (19)

სამეგრელო – 4 ქულა (15)

ამბროლაური – 2 ქულა (9.5)

ქუთაისი – 1 ქულა (9.5)

გორი – 1 ქულა (6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112238