თამაშგარე

17:23 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაბლო ოსვალდო ამღერდა

დიდი ბედოვლათი ვინმე იყო იტალიელი ფეხბურთელი, პაბლო ოსვალდო. არა, ნიჭიერი ნამდვილად იყო და არაერთი თამაშიც ჩაუტარებია მაღალ დონეზე, მაგრამ სტაბილურობა მისთვის ისეთივე უცხო ხილი იყო, როგორც ვლადიმერ პუტინისათვის სინდის-ნამუსი.

სწორედ ამიტომაც, ოსვალდოს ჯაყჯაყა საფეხბურთო კარიერა სათანადო ნიშნულამდე მივიდა და იტალიელმა ბურთის მაგორებელმა განაცხადა, რომ ფეხბურთზე საბოლოოდ ამბობს უარს და ახლა ძალებს არც მეტი, არც ნაკლები მუსიკაში ცდის. როგორც გაირკვა, ოსვალდოს უკვე კარგა ხანია აქვს მომღერლობის ამბიციები.

რთული სათქმელია დადგება თუ არა არგენტინული ფესვების მქონე იტალიელი ფეხბურთელისგან ახალი ლუჩანო პავაროტი, მაგრამ ამ კაცის მუსიკალურ კარიერაზე თვალის დევნება კი ნამდვილად ღირს. ბოლოს და ბოლოს, ამღერებული ფეხბურთელები არცთუ ისე ბევრი გვინახავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142156