ჭადრაკი

21:43 | 25.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს

ლაგოდეხში მიმდინარე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში დღეს მეოთხე ტური გაიმართა და ორივე ლიდერმა – “რუსთავმა” და “ნონამ” მეწინავეობა შეინარჩუნა.

“რუსთავმა” დიდი ანაგარიშით 5.5:0.5 “ამბროლაური” დაჯაბნა, ხოლო “ნონამ” ასევე დამაჯერებლად “ქუთაისი” დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილზე მყოფმა “თბილისმაც” იოლად მოიგო “გორთან” შეხვედრა.

მიუხედავად 4:2 გამარჯვებისა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართა “სამეგრელოსა” და “კახეთს” შორის. ანგარიში ლელა ჯავახიშვილთან პარტიაში მოულოდნელი გამარჯვებით ბაჩანა მორჩიაშვილმა გახსნა. ფრედ დაასრულეს შეხვედრები I-II დაფაზე მოთამაშე: ვაჰე ბაღდასარიანმა – მიხეილ მჭედლშვილთან და გიგა ყუფარაძემ – მერაბ გაგუნაშვილთან.

აი, ბოლო დაფებმა კი კახელთა შემოტევას ვეღარ გაუძლეს. მაია ლომინეიშვილმა ბელა ხოტენაშვილთან დაყარა ფარ-ხმალი, ნიკა ღვამბერია ირაკლი ბერაძესთან დამარცხდა, ხოლო სუსანა გაბოიანი – ნატალია ბუქსასთან.

ხვალინდელ ტურში, ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირება გაიმართება ლიდერებს – “ნონასა” და “რუსთავს” შორის. თამაშები 15:00 საათიდან დაიწყება.

მეოთხე ტურის შედეგები:

“თბილისი” (თბილისი) 4.5:1.5 “გორი” (შიდა ქართლი)

“სამეგრელო” (სამეგრელო-ზემო-სვანეთი) 2:4 “კახეთი” (კახეთი)

“ქუთაისი” (იმერეთი) 1.5:4.5 “ნონა” (აჭარა)

“რუსთავი” (ქვემო-ქართლი) 5.5:0.5 “ამბროლაური” (რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი)

მეხუთე ტურის შეხვედრები:

“ამბროლაური” – “თბილისი”

“ნონა” – “რუსთავი”

“კახეთი” – “ქუთაისი”

“გორი” – “სამეგრელო”

სატურნირო მდგომარეობა:

“რუსთავი” – 8 ქულა (18)

“ნონა” – 8 ქულა (18)

“თბილისი” – 6 ქულა (14)

“კახეთი” – 4 ქულა (14.5)

“სამეგრელო” – 2 ქულა (9.5)

“ამბროლაური” – 2 ქულა (8.5)

“ქუთაისი” – 1 ქულა (8)

“გორი” – 1 ქულა (5.5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120206