ფეხბურთი

22:22 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური ფრე: ბათუმის “დინამო” დაუმარცხებელია

უმაღლესი ლიგის მორიგი ტური “მიხეილ მესხზე” გაიხსნა, “საბურთალომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და 0:0-ზე გაეყარა. მოკლედ რომ დავწეროთ, პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორე ნახევარში კი საბურთალოელები ფლობდნენ უპირატესობას, განსაკუთრებით კი ბოლო 20 წუთში.

ტემპი დაბალი იყო და საგოლე მომენტებიც ბევრი არ შექმნილა. პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, როცა ვაგნერმა ინდივიდულურად ითამაშა კარგად, გარღვევა დარტყმით დაასრულა და ბათუმელთა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა იხსნა გუნდი. შემდეგ ბათუმელებსაც ჰქონდათ გასატანი და არეულობაში ბექა ქურდაძემ იყოჩაღა. სხვებთან შედარებით გამოირჩეოდა “საბურთალოს” გამთამაშებელი გიორგი ხარაიშვილი, თუმცა ამას უკვე მივეჩვიეთ: “რობი” თავისი გუნდის თამაშს წარმართავს.

მეორე ნახევარში ჯერ თემურ შონიას შეექმნა იდეალური შანსი: მის დარტყმულს თბილისელთა მცველი გადაეღობა. ორიოდე წუთში კი ტიმოფეევმა სასწაულად იხსნა გუნდი, როცა გიორგი ხარაიშვილის ახლოდან დარტყმული თავური მოიგერია.

ბოლოს გამოიკვეთა მასპინძელთა უპირატესობა, თუმცა შტურმის სახე არ მისცემია. ეგაა, ბურთი თითქმის მუდმივად ბათუმელთა ნახევარზე იყო. მომენტი კი ერთხელ შეიქმნა, გიორგი ფანცულაიას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ათიოდე მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. მიუხედავად ამისა, ფრე მაინც ლოგიკურ შედეგად მიგვაჩნია.

ბათუმის “დინამოს” ექვსი მატჩის შემდეგ სამ-სამი მოგება და ფრე აქვს. ლევან ხომერიკის გუნდი თავის ჯგუფში ლიდერობს. “საბურთალო” კი ცხრილის შუაში, მეოთხე ადგილზეა.

24 სექტემბერი. "მიხეილ მესხი".

საბურთალო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 0:0

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ხარაიშვილი, ჩაბრაძე, ხარა (ფანცულაია 68), ვაგნერი (ბუხაიძე 85), ელვინ ტერა, ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 76), გარსია პენია

დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, სუხიაშვილი, კვირკველია, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა (თევდორაძე 85), გეგეჭკორი (ჭკუასელი 79), მარიანოვიჩი (კვანტალიანი 62), ელგუჯა ლობჯანიძე

გაფრთხილება: თარხნიშვილი (22), ხარაიშვილი (69), კარასკო (90), თევდორაძე (90+2)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11348