ფეხბურთი

17:44 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

21 სექტემბერს თასის 1/8-ფინალური მატჩები გაიმართება

21 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობას პირველი ლიგის შვიდი და უმაღლესი ლიგის ცხრა კლუბი მიიღებს.

ცენტრალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართება. ადგილობრივი „სიონი“ „თამაზ სტეფანიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის მესამე ტურში გამართული მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საინტერესო მატჩი გაიმართება ზედა ეწერშიც, სადაც ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ზუგდიდის „ოდიში 1919“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ზუგდიდელებმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყეს და პირველი ლიგის წითელ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, ისინი უმაღლეს ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობენ და ხუთ შეხვედრაში მოპოვებული ხუთი ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

მერვედფინალის დარჩენილ შეხვედრებში „ლიახვი“ – „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, „ბორჯომი“ - თბილისის „დინამოს“, ხობის „კოლხეთი“ – „ჩიხურას“, „სულორი“ – „გურიას“, „ჩხერიმელა“ – „სამტრედიას“ და „მერანი“ – „დილას“.

ლიახვი - ლოკომოტივი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 16:00

მსაჯები: შ. ქუხილავა, ი. უკლება, პ. ბელთაძე, ბ. გლუშჩუკი

დისკვალიფიკაცია: ფირუზ მარაქველიძე (ლიახვი)


ოდიში 1919 - ტორპედო

ზედა ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჟვანია, თ. გუგუნაშვილი, კ. გიორგაძე

დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)


კოლხეთი ხ - ჩიხურა

ხობი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, მ. კუპატაძე, ვ. რუხაია, დ. ხარიტონაშვილი


სიონი - კოლხეთი ფ

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 16:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, კ. სადილიანი, ჯ. ხორავა


ბორჯომი - დინამო თბ

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მასჯები: გ. ვარდიძე, ზ. ბერულავა, დ. ახვლედიანი, მ. კიკორია


სულორი - გურია

ვანი, "გრიგოლ ნიკოლეიშვილი", 16:00

მსაჯები: პ. მაჭარაძე, ს. სპიცინი, თ. მაღლაკელიძე, ტ. რუხაია

დისკვალიფიკაცია: ამირან როხვაძე (სულორი)


მერანი - დილა

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", 16:00

მსაჯები: დ. სანოძე, დ. გაბისონია, ა. ჟივიძე, ზვ. ტუღუში


ჩხერიმელა - სამტრედია

ხარაგაული, "სოსო აბაშიძე", 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ა. კოკაია, ა. აფციაური, ი. ხერხაძე

სფფ-ის პრესსამსახური

0.119349