თამაშგარე

13:49 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ივანა საცანის შამანური საიდუმლოება

შეიძლება თქვენ საამისო სახეზე ვერაფერი შეატყოთ, მაგრამ “ვერცხლისქვეყანაში” ბევრმა იცის, რომ მშვენიერი არგენტინელი მოდელი, ივანა საცანი ძველი ინდიელი შამანების შთამომავალია და მის ძარღვებში ისეთი სისხლი ჩქებს, რომელსაც წვდომა ჰაი ჰაი რომ ბევრ საიდუმლოებასთან აქვს.

სწორედ ივანას ფესვები იყო იმის მიზეზი, რომ ამ ცოტა ხნის წინ ამ მშვენიერმა ქალბატონმა ხუმრობით განაცხადა, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ხსნა სწორედ მას ხელეწიფება და მან ისეთი შელოცვა იცის, რაც არგენტინის უპირველეს გუნდს ფინალში მარცხებს აარიდებს.

ფინალში მარცხისგან თავის არიდების საუკეთესო გზა სიმართლე რომ ვთქვათ სულ მარტივია და იმაში მდგომარეობს, რომ ფინალში საერთოდ არ უნდა გახვიდე, მაგრამ ივანა საცანი ამბობს - მე სწორედ “ფინალის სენის” მკურნალობა შემიძლიაო. საინტერესოა, ბედოვლათი ლეო მესი რას ამბობს ამაზე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137232