ფეხბურთი

14:07 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი უეფას ახალი პრეზიდენტია

სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი უეფას რიგით მეშვიდე პრეზიდენტი გახდა. ათენში გამართულ კონგრესზე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩეფერინის კანდიდატურას 42-მა ფედერაციამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც. ალექსანდერის კონკურენტმა მიხაილ ვან პრააგმა 13 ხმა მიიღო.

ჩეფერინი დაიბადა ლუბლიანაში, 1967 წლის 13 ოქტომბერს. ამავე ქალაქში იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლა და შემდეგ თავისი ოჯახის საადვოკატო ფირმაში დაიწყო მუშაობა. სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციას სათავეში ჩეფერინი 2011 წელს ჩაუდგა.

0.118871