ფეხბურთი

2:26 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო: ლამაზად, ბევრი ინტრიგით... (+VIDEO)

უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა დაიწყო – დაიწყო მოულოდნელობების გარეშე. ფავორიტებმა თავიანთ მატჩებში დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს, ზოგმა კი, გეგმას საერთოდ გადააჭარბა... მივყვეთ თანმიმდევრულად და ამჯერზე A ჯგუფით დავიწოთ.

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი გოლი სიმბოლურად A ჯგუფში გავიდა – “პარკ დე პრენსზე” დღის ცენტრალური მატჩი ახალი დაწყებული გახლდათ, როცა პსჟ წინ გავიდა. პირველივე წუთზე სერჟ ორიეს ფლანგურ გადაცემას ედინსონ კავანი გამოეხმაურა და თავისიანები წინ გაიყვანა. სხვათა შორის, ურუგვაელს მერეც არაერთი რეალური საგოლე შანსი შეექმნა, მაგრამ “ელ მატადორმა” ყველა შემთხვევაში ცუდად ითამაშა, რის გამოც საბოლოს საფრანგეთის ჩემპიონი დაისაჯა. 78-ე წუთზე, ლონდონელთა იშვიათი შეტევა ალექსის სანჩესის გოლით დასრულდა და ამ ჯგუფის ფავორიტები 1:1-ზე გაიყარნენ. სხვათა შორის ალექსის სანჩესის ანგარიშზე "არსენალის" ბოლო 14 გოლიდან ლიგაზე, ოთხია და გარდა ამისა, 5-ჯერ ასისტენტის რანგში გვევლინებოდა - მოკლედ, ჩილელი "მეთოფეთათვის" ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

პრინციპში აღნიშნული შედეგით მაინცდამაინც უკმაყოფილო არცერთი გუნდი უნდა იყოს თუ გავითვალისწინებთ, დანარჩენ ორ გუნდს ამავე ქვეჯგუფში და იმასაც, რომ ისინიც დაზავდნენ...

ბაზელში, შვეიცარიის ჩემპიონმა ბულგარეთის ჩემპიონი მიიღო და მარცხს ბოლოში გადაურჩა. საერთოდ, “ლუდოგორეცი” საკმაოდ კარგი გუნდია – ბულგარელებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნეს – მარსელინიოსა და ჯონათან კაფუს კომბინაცია ამ უკანასკნელის შედეგიანი დარტყმით დასრულდა. “ბაზელმა” ქულის გადარჩენა მე-80 წუთზე შეძლო სტეფენის გოლით, რომელიც არ გავიდოდა, რომ არა სტუმართა კიპერის, სტოიანოვის უხეში შეცდომა.

მოკლედ, ამ ჯგუფში პირველი ტურის მერე არაფერი შეცვლილა – ოთხივე გუნდი თანაბარ და ერთნაირ სიტუაციაშია...

“პარი სენ ჟერმენი” – “არსენალი” 1:1 (1:0) მიმოხილვა

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მაყურებელი: 46 440

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; ორიე (მუნიე 84), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი; ვერატი, კრიხოვიაკი (პასტორე 79), რაბიო (ტიაგო მოტა 73); დი მარია, კავანი, მატუიდი

მწვრთნელი: ლორან ბლანი

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კოკელინი (ჯაკა 71), კასორლა; აივობი, იოზილი (ელნენი 85), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ჟირუ 63); სანჩესი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 კავანი (1), 1:1 სანჩესი (78)

გაფრთხილება: ვერატი (8, 90), ტიაგო მოტა (90) – კოკელინი (24), ჟირუ (88, 90)

გაძევება: ვერატი (90) – ჟირუ (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 11:7 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

“ბაზელი” – “ლუდოგორეცი” 1:1 (0:1) მიმოხილვა

ბაზელი, “სენტ იაკობს პარკი”

მაყურებელი: 30 852

“ბაზელი” (4-2-3-1): ვაცლიკი; ლანგი, სუხი, ბალანტა; ჯაკა, ზუფი (ფრანსონი 70); ბიარნსონი, დელგადო (კალა 82), სტეფენი; იანკო (დუმბია 40)

მწვრთნელი: ურს ფიშერი

“ლუდოგორეცი” (4-2-3-1): სტოიანოვი; მინევი, მოცი, პალომინო, ნათანაელი (ვიტინია 81); აბელი, დიაკოვი (საშა 90); მისიდიანი, მარსელინიო, ვანდერსონი (პლასტუნი 85); კაფუ

მწვრთნელი: გეორგი დერმენდჟიევი

გოლები: 0:1 კაფუ (45), 1:1 სტეფენი (80)

გაფრთხილება: სტეფენი (66) – ვანდერსონი (67), ნათანაელი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 1:0 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსი)

B ჯგუფი

B ჯგუფს კი, ერთი ტურის მერე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – იტალიის ვიცე-ჩემპიონი “ნაპოლი”. აპენინელებმა უკრაინაში კიევის “დინამოს” აჯობეს 2:1. უნდა ითქვას, რომ ტრადიცია არ დაირღვა: “დინამოს” იტალიურ გუნდებთან თამაში ძალიან უჭირს. არადა, დღეს კიეველთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო და 26-ე წუთზე გარმაშის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ შესვენებაზე “ნაპოლი” მაინც დაწინაურებული გავიდა. არკადიუშ მილიკი ნეაპოლში გონსალო იგუაინის შემცვლელად მიიყვანეს და პოლონელიც ამართლებს: ორი თავური, ორი გოლი. მილიკს უკვე ოთხი გოლი აქვს “ნაპოლის” მაისურით გატანილი და აქედან სამჯერ თავით მოახერხა ამის გაკეთება. მეორე ტაიმში უკრაინის ჩემპიონს თამაშის გადარჩენის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გოლთან უფრო ახლოს ისევ იტალიელები იყვნენ.

“ნაპოლის” ერთპიროვნული ლიდერობა კი ანდერსონ ტალისკას შედევრმა განაპირობა. ლისაბონში, “ბენფიკა” სტამბულის “ბეშიქთაშს” მთელი თამაში უგებდა, მაგრამ მსაჯის კომპესირებულ წუთზე ბრაზილიელისგან ულამაზესი საჯარიმო მიიღო და ქულას დასჯერდა. საგულისხმოა, რომ ტალისკა “ბენფიკას” ყოფილი ფეხბურთელია და თურქეთში გასულ ზაფხულს გადაბარგდა... მოკლედ, ანდერსონმა ყოფილი გუნდი არ დაინდო, ხოლო ახლანდელს კი, მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა – 1:1.

“დინამო” – “ნაპოლი” 1:2 (1:2) მიმოხილვა

კიევი, “ოლიმპიისკი”

მაყურებელი: 35 137

“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; მაკარენკო, ვიდა, ხაჩერიდი, ანტუნეში; იარმოლენკო, სიდორჩუკი, რიბალკა (კორზუნი 82), გარმაში, ციგანკოვი (გუსევი 73); მორაეში (გლადკი 87)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (ზიელინსკი 62); კალეხონი, მილიკი (გაბიადინი 82), მერტენსი (ინსინიე 73)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 გარმაში (26), 1:1 მილიკი (36), 1:2 მილიკი (45)

გაფრთხილება: სიდორჩუკი (9, 68), გარმაში (56) – მილიკი (65)

გაძევება: სიდორჩუკი (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 14 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“ბენფიკა” – “ბეშიქთაში” 1:1 (1:0) მიმოხილვა

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 42 126

“ბენფიკა” (4-2-3-1): ედერსონი; სემედო, ლოპესი, ლინდელოფი, გრიმალდო; ჰორტა, ფეისა (ცელისი 89); სალვიო, ჩერვი (სამარისი 70), პიცი; გუედეში

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ზენგინი; ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ადრიანო (თოსუნი 83); ინლერი, ჰატჩინსონი; კვარეჟმა, ოზიაკუპი (ტალისკა 46), ერკინი; აბუბაკარი (საჰანი 81)

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

გოლები: 1:0 ჩერვი (12), 1:1 ანდერსონი ტალისკა (90)

გაფრთხილება: სამარისი (78), სალვიო (87) – ერკინი (87), ბეკი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 12 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 0:8

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

C ჯგუფი

c ჯგუფში პირველი ტური არასრული გამოდგა – მანჩესტერში წვიმას გადარევა თურმე დღეს მოსდომებია და ამიტომ “სიტისა” და “გლადბახის” მეტად საინტერესო მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. შესაბამისად, გამოვიდა, რომ ამ ჯგუფში ერთადერთი შეხვედრა ჩატარდა, მაგრამ როგორი? – მატჩის წინ, “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი იქადნებოდა, ბარსელონაში ტურისტების რანგში არ ვიმყოფებითო, მაგრამ საინტერესოა, მოასწრეს კი შოტლანდიელებმა ამ ლამაზი ქალაქის დათვალიერება?! – აბა, “სელტიკი” მოედანზე ფაქტობრივად არ ყოფილა... 7:0 – ასეთი ანაგარიშით მოუგო “ბარსელონამ” შოტლანდიის ჩემპიონს. ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რომელიც ლიგაზე რიგით მეექვსეა მისთვის. ამ მხრივ კი იგი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. მესიმ პირველი გოლი მესამე წუთზე გაიტანა. უფრო თუ დავკონკრეტდებით, 02:46 წუთზე და ეს მის კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე... დუბლით ლუის სუარესი გამოირჩა, ხოლო თითოჯერ ნეიმარმა და ანდრეს ინიესტამ იხეირეს. მოკლედ, “ბლაუგრანამ” ნამდვილი სპექტაკლი დადგა და დაადასტურა მოსაზრება, რომ ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

აქვე: "სელტიკმა" თავის ისტორიაში პირველად გაუშვა 7 გოლი ევროსარბიელზე, ხოლო ნეიმარი პირველი ფეხბურთელია 2012 წლის შემდეგ ვინც, ერთ მატჩში გოლს+ასისტის მიხედვით ოთხს უწია. ბრაზილიელმა დღეს, გატანილ გოლს სამი საგოლე გადაცემა წაამატა. ბოლოს ერთ მატჩში ასეთი რამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოეხერხებინა პსჟ-ს რიგებში. ოღონდ შვედმა, მაშინ ოთხჯერვე გოლი გაიტანა. თავის მხრივ, ლუი სუარესმა "ბარსელონას" რიგებში მხოლოდ ლიგის ეგიდით მე-17 გოლის გატანა შესძლო მეოცე მატჩში. ამას თუ 7 საგოლე პასსაც დავუმატებთ... "ბარსელონამ" კი, ლიგაზე მისთვის სარეკორდო სხვაობით იმარჯვა.

“ბარსელონა” – “სელტიკი” 7:0 (2:0) მიმოხილვა

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 73 920

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი (ინიესტა 46), ბუსკეტსი (რაფინია 61), ანდრე გომეში; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“სელტიკი” (4-5-1): ვრიესი; ლუსტიგი, ტურე, სვიატჩენკო (ოკონელი 68), ტიერნი; რობერტსი (არმსტრონგი 68), გამბოა, ბიტონი (მაკგრეგორი 76), ბრაუნი, სინკლერი; დემბელე

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 1:0 მესი (3), 2:0 მესი (27), 3:0 ნეიმარი (50), 4:0 ინიესტა (59), 5:0 მესი (60), 6:0 სუარესი (75), 7:0 სუარესი (88)

გამოუყენებელი პენალტი: დემბელე (24)

გაფრთხილება: ტერ შტეგენი (23), რაკიტიჩი (40) – ბრაუნი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 4 (1) ბურთის ფლობა: 67%33% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“მანჩესტერ სიტი” – “გლადბახი” – ძლიერი წვიმის გამო მატჩი გადაიდო

D ჯგუფი

D ჯგუფში მოასპარეზე ფავორიტებმა მოიგეს – რაც “ბარსელონაზე” ვთქვით, იგივე ითქმის მიუნხენის “ბაიერნზეც” – გერმანელებმა რუსეთის ვიცე-ჩემპიონ და დებიუტანტ “როსტოვს”, დებიუტი არ შეარგეს და 5:0 გააცამტვერეს. მატჩის გმირი ახალგაზრდა ჯოშუა კიმიხი გახდა – ნიჭიერმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი 53-ე წუთზე შეგადო და ამასაც არ დასჯერდა, მალევე დუბლი გაიფორმა. მანამდე რობერტ ლევანდოვსკისა და ტომას მიულერსაც გაეტანათ. აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის ხელში “ბაიერნმა” დღემდე 5 მატჩი ჩაატარა, ხუთივე მოიგო, 20 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია!.. ფანტასტიური შედეგია – იტალიელი მწვრთნელი აღნიშნული თამაშის შემდეგ კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი გახდა. იგი პირველი მწვრთნელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 7 სხვადასხვა გუნდთან ერთად, მინიმუმ ერთი თამაშის მოგება მაინც მოახერხა. ანჩელოტის “ბაიერნამდე” ლიგაზე მატჩის მოგება, “პარმასთან”, “იუვენტუსთან”, “მილანთან”, “ჩელსისთან”, “პარი სენ ჟერმენთან” და “რეალთან” ერთადაც მოახერხა...

ჯგუფის მეორე მატჩში კი, გასული სეზონის ფინალსიტმა “ატლეტიკომ” ეინდჰოვენში, პსვ-ს საულ ნიგესის კინკილა გოლით მოიგო. ამ გუნდების შეხვედრაში უხვგოლიანობას არც არავინ მოელოდა და ასეც მოხდა – მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. თუმცა, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მასპინძელთაგან გუარდადომ პენალტის გატანა ვერ შესძლო, თორემ ეგებ ფილიპ კოკუს გუნდი პირველი ტურის მერე უქლოდ არ ყოფილიყო.

“ბაიერნი” – “როსტოვი” 5:0 (2:0) მიმოხილვა

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი (ბერნატი 51), ალაბა; კიმიხი, ვიდალი, ალკანტარა (რენატუ სანჩესი 71); მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა (რიბერი 64)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“როსტოვი” (5-3-2): ჯანაევი; ტერენტიევი, მევლია, ნავასი, გრანატი; კალაჩევი; ეროხინი, გაცკანი, ნობოა; აზმუნი (პრეპელიცა 64), პოლოზი (დუმბია 46)

მწვრთნელი: ივან დანილიანცი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (28, პენ), 2:0 მიულერი (45), 3:0 კიმიხი (53), 4:0 კიმიხი (60), 5:0 ბერნატი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 73%-27% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

პსვ ეინდჰოვენი – “ატლეტიკო” 0:1 (0:1) მიმოხილვა

ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”

მაყურებელი: 33 989

პსვ ეინდჰოვენი (4-4-2): ზუტი; ბრენეტი, ისიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი; პროპერი, ჰენდრიქსი (რამსელაარი 67), შვააბი (პერეირო 80), გუარდადო; დე იონგი, ნარსინგი (ბერგვინი 80)

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; გაიტანი (ტიაგო 61), საული (ტორესი 77), გაბი, კოკე; გამეირო (კარასკო 65), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 საული (43)

გაფრთხილება: მორენო (21), დე იონგი (43) – გაბი (30), ხიმენესი (45)

გამოუყენებელი პენალტი: გუარდადო (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 16 (10) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117466