კალათბურთი

20:50 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სტარტი აიღო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდმა დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ალბანეთის ნაკრებს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო - 86:47. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, პირველი ტაიმის შემდგომ იყო გარკვეული, რადგან დიდ შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 26 ქულიანი უპირატესობით გავიდა. დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც მეტოქეს 20 ქულა ჩაუგდო.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრას სტუმრად სლოვაკეთთან გამართავს, ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში 7 სექტემბერს მონტენეგროსთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108321