ფეხბურთი

15:07 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაველ ნედვედის საუკეთესო გოლები (VIDEO)

1972 წლის 30 აგვისტოს დაიბადა პაველ ნედვედი. ჩეხეთის ნაკრების, პრაღის “დუკლასა” (1991-92) და “სპარტას” (1992-96), რომის “ლაციოს” (1996-2001) და ტურინის “იუვენტუსის” (2001-2009) ნახევარმცველი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მონაწილე. იყო ნაკრების კაპიტანი. ჩეხეთის ეროვნულ გუნდში (1994-2006) ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. 1993 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი. 1994 და 1995 წლებში გახდა ჩეხეთის ჩემპიონი, 1996 წელს დაეუფლა ქვეყნის თასს. “ლაციოს” შემადგენლობაში 1999 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. 2000 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. 1998 და 2000 წლებში მოიპოვა იტალიის თასი და სუპერთასი. “იუვენტუსის” რიგებში გამოსვლისას 2002, 2003, 2005 და 2006 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა, “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ბოლო ორი ტიტული ჩამოართვეს. 2002 და 2003 წლებში დაეუფლა იტალიის სუპერთასს. 2002-03 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (“მილანთან” გადამწყვეტ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია). 2007 წელს გახდა სერია B-ს ჩემპიონი. 2003 წელს დაასახელეს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად და 2002-03 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად. 2003 წელს მოიპოვა "ოქროს ბურთი". ექვსჯერ აღიარეს ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

0.456442