ფეხბურთი

15:03 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ 21-წლამდელთა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 და 6 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ესტონეთს ესტუმრება, მერე კი ხორვატიას უმასპინძლებს. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, 21-წლამდელები ესტონეთში 29 აგვისტოს ასეთი შემადგენლობით გაემგზავრებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ირაკლი კომახიძე (შუქურა);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მეექვსე ჯგუფში 8 მატჩში მოპოვებული 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

1. ხორვატია 7 6 0 1 19:4 18
2. შვედეთი 6 5 1 0 15:3 16
3. ესპანეთი 6 4 1 1 16:8 13
4. საქართველო 8 3 0 5 14:15 9
5. ესტონეთი 7 1 1 5 3:17 4
6. სან მარინო 8 0 1 7 1:21 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132862