კალათბურთი

13:17 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს შვედეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება (+VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, 24 აგვისტოს, პოლონეთის ქალაქ ვლოცლავეკში შვედეთს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და ტრანსლაციის ყურება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

სამწუხაროდ, შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებს და გართულების თავიდან ასარიდებლად მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს. მატჩის წინა დღეს ილიას ზუროსმა გუნდი კომპლექსურად ავარჯიშა, უმეტესი დრო კი კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. კალათბურთელებმა კომბინაციები როგორც ცალ ფარში, ისე ორმხრივი თამაშისას დაამუშავეს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ქალაქი ვლოცლავეკი საერთაშორისო მინი-ტურნირს მასპინძლობს, სადაც 4 გუნდი ნახევარფინალშია დაწყვილებული. შვედეთი - საქართველოს შემდეგ ვლოცლავეკის „ანვილ-არენაზე“ პოლონეთისა და ბელგიის დაპირისპირება გაიმართება. 25 აგვისტოს მოგებულები ტურნირის მოსაგებად შეხვდებიან, ხოლო წაგებულები, მესამე ადგილს გაითამაშებენ.

შვედეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ კოტე ტუღუშმა კომენტარი კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან გააკეთა:

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117379