ჩოგბურთი

13:41 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა  

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა პირველი ნომერი, სოფო შაფათავა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ამერიკელ აიზა მუჰამადთან 4:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ამერიკელმა თითო-თითო ბრეიკი შეასრულა ორივე სეტში, რაც შეხვედრის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. სოფოს მთელი თამაშის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობას, შაფათავას მსგავსად, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე რაუნდში გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112471